ბიოენერგეტიკოსი მამუკა მანგოშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს შემთხვევას, როდესაც პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით და მფარველობით 5 წლის ბიჭი რთულ ოპერაციას გადაურჩინა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მის სულიერ ძალას.
პრემიერი - სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ჩვენი ერის სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას. მისი გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედა ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. უწმინდესის მწყემსთავრობის პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს, გარდამტეხ წლებს დაემთხვა. ამ ისტორიულ გზაზე იგი მუდმივად რჩებოდა ერის სულიერ წინამძღვრად და ერთიანობის სიმბოლოდ.
„პატრიარქი და 5 წლის ბიჭი“
ვფიქრობდი, რომელი ისტორია მომეყოლა და უამრავიდან ეს ავარჩიე, რომელიც თვითონ გადამხდა.
რამდენიმე წლის წინ ერთ საღამოს ჩემთან სეანსზე ერთი ბიჭი მოიყვანეს, რომელსაც ჯანმრთელობის მოულოდნელი პრობლემა შეექმნა, მალე თურქეთში მიჰყავდათ საოპერაციოდ და ჩემი აზრიც აინტერესებდათ.
განვიხილე, მიზეზები დავუდგინე და აღმოფხვრის მარტივი მეთოდები ვურჩიე.
„ოპერაციის მხრივ გასამხნევებელს თუ გვეტყვი რამეს, ღირს იქ წასაყვანად, ოპერაციით ეშველება რამე, თუ არაო?“, - მკითხეს.
ბიჭის აურაში გავხედე, თავზე ხელი დავადე და მისი დაცვის ადგილას მომენტალურად პატრიარქი წარმოისახა - პატრიარქი მფარველობს და ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად ჩაივლის-მეთქი.
განცვიფრდნენ, „აქედან ერთ საათში პატრიარქთან მივდივართ აუდიენციაზე და როგორ მიხვდიო. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლოდაა, ახლა არავის იღებს და ჩვენზე როგორც გაიგო, მაშინვე დაგვთანხმდაო“.
დაიმედებული და გახარებულები წავიდნენ და როგორც შემდეგ გავიგე, ოპერაციამ მართლა კარგად ჩაიარა პატრიარქის ლოცვა კურთხევით.
უთვალავი სასწაულის ისტორია აქვს პატრიარქს, ნათელში იყოს, მადლობა მას ყველაფრისთვის“,- წერს მამუკა მანგოშვილი.

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.
მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. ხოლო 16:00 საათზე სამების ტაძრამდე ფეხით მსვლელობა მოეწყობა.