სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მომღერალი ნინო (ნუცა) ბუზალაძე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„ამა წლის 2 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აღიარებული მომღერალი ნინო (ნუცა) ბუზალაძე მიიღო, დალოცა იგი და წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში წასვლამდე მომღერალი წლების განმავლობაში ხშირად მონაწილეობდა საპატრიარქოში გამართულ კულტურულ ღონისძიებებში და ამჟამადაც სამშობლოში ყოფნისას კვლავ ეწვია მის უწმინდესობას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ახალი ჩანაწერები - შალვა რამიშვილის სკანდალური მხილების მეორე ნაწილი