Digest Logo

„პაციენტებს ექიმების რა ნდობაც შერჩენიათ, იმასაც ვართმევთ ასეთი მიდგომით“ - ვის აკრიტიკებს თამარ ჟამურაშვილი

1633446851
თამარ ჟამურაშვილი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი - თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და „დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ ოჯახის ექიმი და ექთანი, რომელთა რეკომენდაციითაც 60 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან, დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. 

„არ ვიცი ვისი ინიციატივაა, მაგრამ აშკარად გაუაზრებელია, მსუბუქად რომ ვთქვათ!

პაციენტებს ექიმების რა ნდობაც შერჩენიათ, იმასაც ვართმევთ ასეთი მიდგომით ფაქტობრივად! გამოდის, ამიერიდან ყველა ექიმის რეკომენდაცია საეჭვოდ უნდა მიიჩნიონ და იფიქრონ რომ ფულის გამო ურჩევენ?!
ისედაც ფიქრობს ზოგიერთი, რომ ვაქცინაციის პროპაგანდაში ფულს გვიხდიან და ანუ უნდა დაუდასტურდეთ ეს ტუტუცური აზრი?

ოჯახის ექიმებს ტრენინგი და ინფორმირება და არა ფულადი დაინტერესება სჭირდებათ.
მე პირადად, როგორც ექიმი თავს შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი ამ სასაცილო აქციაში რომ მოვიაზრებოდე!!“- წერს ჟამურაშვილი.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, დამატებითი დეტალები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔵 „მართლა ყველანაირი საზღვარი გაგვერღვა, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გაგებით!!“ - ჟამურაშვილი ნატა გულიაშვილზე

🔵„სანდრა ცხვირსახოცს იშველიებდა, თვალები და ღაწვები სველი ჰქონდა და თეფშს ჩაშტერებოდა“ - მედეა ვასაძე

🔵„მისული ვართ კონსენსუსამდე, არის საფრთხე“ - რა გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს ვაქცინაციის საბჭო