Digest Logo

🎥 „პეტრეს დაბადებიდან ვიცნობ, მისი ცრემლები არასოდეს მინახავს და იმედია ეს ბოლოა…“ - თეონა ცხომელიძე

1682841096
თეონა ცხომელიძე პეტრეზე

ჟურნალისტი - თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერი აქციიდან, ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ პეტრეს ბავშვობიდან იცნობს.

„პეტრეს დაბადებიდან ვიცნობ. როდესაც მისი ძმა მიშო და დიმიტრი პირველ კლასში მივიდნენ, პეტრე და კირა სულ ციცქნები იყვნენ… პეტრე კირას მეგობარია, რომელზედაც გიჟდება და თუ პეტრემ რაღაც თქვა ე.ი. ნამდვილად ასეა.

მე პეტრეს ცრემლები არასოდეს მინახავს და იმედია ეს ბოლოა…

პეტრეს სიმაღლეში არაა საქმე, ის ისეთი უყვარს ყველას, როგორიც არის და სხვანაირი ვერ წარმოგვიდგენია, უბრალოდ ის უნდა იყოს ჯანმრთელი, ამიტომ ვითხოვთ ამ წამალს…

პეტრეს საუკეთესო, სრულიად საოცარი დედა ჰყავს, მოუსმინეთ და დარწმუნდებით…  და ის აუცილებლად მიიღებს წამალს პეტრესთვის!
#წამალიბავშვებს
და ამ ვიდეოში ცალკე ამბავია პატარა ანა სუბელიანი“, - წერს ცხომელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ცუდი ამბავი ლამაზებისთვის...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს პავლე მგელაძე

ბაბი კირკიტაძემ გიორგი გაბუნიას შვილი მოინახულა - „ქალბატონი კირა“

🎥 თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებლის სკანდალური აღიარება - რა წაშალეს პროგრამისტის ტელეფონიდან და რა მითითებები მიიღეს გამომძიებლებმა