კანადელმა მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა გაამხილა, რომ რამსეი-ჰანტის სინდრომის გამო სახის ნახევარი პარალიზებული აქვს.
„გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ჩემი დაავადება პროგრესირებს“, - აღნიშნა ბიბერმა და განაცხადა, რომ ვერ ახელს მარჯვენა თვალს და ვერ იღიმება.
ექიმების თქმით, სმენის დაკარგვასა და სახის ნერვის პარალიზებას ჩვეულებრივ დროებითი ხასიათი აქვს, მაგრამ შეიძლება დაავადებამ მუდმივი სახე მიიღოს.
აღნიშნულ შემთხვევას სოციალურ ქსელში რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი გამოეხმაურა.
„ოფიციალურად სახის მძიმე დამბლა, რეალურად კი, „პფაიზერის" საფირმო ღიმილი/გვერდითი მოვლენა. ან სალამი ალბერტ ბურლისგან“, – წერს პავლიაშვილი „ტელეგრამზე“.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 ნახეთ, როგორ ერთობა ალექსანდრა პაიჭაძე ავტომობილში
🎥 „სახელმწიფო პანსიონატებში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე კერძოში” - გუგული მაღრაძე
🎥 „მე არ მყავს შვილები და წავიდოდი პანსიონატში” - დოდოშკა ხურცილავა