
ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.
სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 73 ქვეყანა 🌍
მისი საბოლოო მიზანი კი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონახულებაა, მოგზაურს Youtube-ზე 352 ათასი გამომწერი ჰყავს, მის ვიდეოებს კი ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს ხოლმე. ფრიბუკზე კი ცოტა ხნის წინ 500 ათასი გამომწერიც დააგროვა.
იგი ამჯერად მოგზაურ გიგი ქათამაძესთან ერთად ინდონეზიის ჯუნგლებში მოგზაურობს და გამომწერებს შთაბეჭდავ იუთუბვიდეოს უმზადებენ.
იქამდე კი მცირე კადრებს აქვეყნებს სოსო ნებიერიძე და წერს:
„პირდაპირ მოქმედი ვულკანის კრატერში ჩავედით ამჯერად.“
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ხუთშაბათს დალიეთ ყავა და თქვით შემდეგი სიტყვები...“ - ფულის მოსაზიდი რიტუალი თაკო მელიქიშვილისგან
⭕„ბერძენი ქალღმერთი“ - ნინა ცქიტიშვილი მოგზაურობიდან ახალ კადრებს გვიზიარებს