
სოციალური ქსელის მომხმარებელი მაგდა მამუკაშვილი პირველკლასელთა სახელმძღვანელოს შესახებ შეშფოთებას ფეისბუკზე გამოთქვამს და ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მშობლები არ უნდა სდუმდნენ. ის ასევე წიგნიდან რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს.
„ვაიმე, ხალხო, პირველკლასელის წიგნებს ჩავხედე და გული გამისკდა.
ფოტოებს გიზიარებთ და აქვე ჩამოგითვლით, რა არ მომწონს:
1. საოჯახო საქმეებით სულ ქალია დაკავებული
2. ლეპტოპთან სულ კაცი ზის.
3. დასვენებით მხოლოდ კაცი ისვენებს.
4. მასწავლებელი მხოლოდ ქალია.
5. საყიდლებზე ქალი დადის.
6. ბავშვის ეტლით ქალი მოძრაობს.
7. ბავშვის აკადემიური მოსწრებით დედა ინტერესდება.
8. ბავშვი სკოლაში დედას მიჰყავს და დედა აკითხავს.
9. გოგო კიბეზე ყოველთვის ბიჭზე ქვემოთაა.
10. გოგოს ძირითადად ბიჭზე ნაკლები ფული აქვს.
ვინმე მეტყვის, რომ ეს გენდერულ სტერეოტიპებს არ აყალიბებს და არ ამყარებს პირველივე კლასიდან?!
გაგიჟება შეიძლება, მშობლები რატომ ვდუმვართ?!
პირიქით რომ დახატოო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი გააპროტესტებს, კაცს კაცის სახეს უკარგავთო და ეს კაცის სახე, ინდიფერენტული, უშინაარსო და მოზარმაცო რომაა, ეს მოგვწონს?! ან ეს კავშირი რატომ განსაზღვრას, ჩვენი შვილები რას იწავლიან? ვინ არიან და საიდან მოვიდნენ?! მავნებლები!“, - წერს მაგდა მამუკაშვილი.