მოჭადრაკე ანასტასია კირთაძე 15-წლამდელ გოგონათა შორის გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია.
„პირველად, 12 წლის შემდეგ!!!ანასტასია კირთაძე - მსოფლიო ჩემპიონია!!!ანასტასიამ, 9-იდან 7,5 ქულით დამაჯერებლად გაიმარჯვა მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის!ქართველი მოზარდის მწვრთნელი - საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძე გახლავთ!აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდეგ პირველად გახდა ქართველი მოჭადრაკე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული“, - ნათქვამია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„აქონდროპლაზიით დაავადებული 16 ბავშვის მშობელი ითხოვს დაფინანსებას, რომ ხელმისაწვდომი გახდეს მათთვის ერთადერთი მედიკამენტი რომელიც ავტორიზებულია FDA-სა და EMA-ს მიერ“ - არჩილ მარშანია