
სეულში მცხოვრები ქართველი ბლოგერის ცხოვრებაში, რომელსაც ბევრი სახელით - Depressed Georgian in South Korea იცნობს სასიამოვნო სიახლეებია - იგი 22 აპრილს დედა გახდა. ამის შესახებ ცნობილი მისი სოციალური ქსელიდან გახდა.
სოფია კვინიკაძე სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები უკვე გაუზიარა საზოგადოებას და პერიოდულად ახალ კადრებს უზიარებს.
სეულში მცხოვრები ქართველი ბლოგერი, სოფია კვინიკაძე ოჯახთან ერთად რამდენიმე კვირის წინ საქართველოში, კერძოს ქუთაისში ჩამოვიდა.
ბლოგერი ამჯერად გვიზიარებს კადრებს, მის მეუღლის იუბილესთან დაკავშირებით, თუ როგორ მიულოცეს მას ცოლის ნათესავებმა.
„31 წლის. პირველი დაბადების დღე საქართველოში და პირველი დაბადების დღე მამის ამპლუაში“, – წერს სოფია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ხვიჩა კვარაცხელიამ საკლუბო ჩემპიონატზე ასპარეზი გამარჯვებით და 2 საგოლე გადაცემით დაიწყო