მომღერალი და ტელეწამყვანი ანრი ჯოხაძე ძალიან ბევრი ადამიანის რჩეული მომღერალია. მის მიერ ჩატარებულ კონცერტებს უამრავი მსმენელი ესწრება.
იგი სოციალურ ქსელში გარდაცვლილ დედას რუსუდან ჩხაიძეს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს:
„დღეს პირველი დაბადების დღეა უშენოდ…
დღეს პირველად არ მინდა ოთახიდან გასვლა, რადგან ვიცი, ვერცერთ ოთახში გიპოვი, რომ ჩაგეხუტო და გითხრა: დე, გილოცავ…
მენატრები უსასრულოდ“, - წერს ანრი ჯოხაძე.
ცნობისთვის, რუსუდან ჩხაიძე 2025 წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა.
იგი საზოგადოებისთვის კარგად იყო ცნობილი თავისი შემოქმედებითა და შვილთან განსაკუთრებული, თბილი ურთიერთობით. რუსუდანი ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ებრძოდა ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებს და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ: