Digest Logo

„პირველი იასამნები სულ შენ მოგქონდა ჩემთვის, ჩემი საჩუქარი შენ მოგიტანე, ლაშიკო“ - სალომე ბაკურაძის ემოციური პოსტი

1775590447
სალომე ბაკურაძე

მომღერალი სალომე ბაკურაძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ მეუღლე, პროდიუსერი, რესტორნის „ქვევრი“ მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ქმრის საფლავზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

მან გარდაცვლილ მეუღლეს იასამნები მიუტანა:

„პირველი იასამნები სულ შენ მოგქონდა ჩემთვის. 

დღევანდელი ჩემი საჩუქარი შენ მოგიტანე, ლაშიკო“, - წერს სალომე ბაკურაძე. 

შეგახსენებთ, რომ ლაშა ბასლანძე 2025 წლის 4 ნოემბერს დაკრძალეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ.

ცნობისთვის, რესტორან „ქვევრის“ მფლობელი 40 წლის იყო.

ლაშა ბასლანძეს და სალომე ბაკურაძეს ერთი შვილი სანი ჰყავთ, ხოლო აწ გარდაცვლილი ლაშას ქალიშვილი ელენე პირველი ქორწინებიდან დარჩა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ილუზია, თითქოს ყველა ადამიანში სინათლე და სიკეთე იმალება, ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტყუილია, რომლითაც საკუთარ თავს ვანუგეშებთ“ - რამაზ გიგაური

„სულისგან მიტოვებული სხეული კვდება და იხრწნება, სულს კი თან მიაქვს მიღებული გამოცდილების ნაწილი“ - 10 სულიერი ჭეშმარიტება

კარს მიღმა დარჩენილი ცნობისმოყვარეობა: რატომ იქცა სკოლა „ვალდებულებად“ ?