ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„რომ გადაწყვეტ: მოდი, დღეს მაინც...
მაგრამ – არ გამოდის არაფერი.
არც ლოცვაში,
არც ზიარების დროს,
არც ადამიანებთან ურთიერთობაში და აღმოაჩენ, რომ შენ რომ ღვთის ნება აღასრულო – პირველი მტერი, შენივე უკეთური ნებაა.
და თუ შენ გადარჩენა გინდა და ქრისტიანობაზე პრეტენზიას აცხადებ,
აი, დედას შვილი რომ მძიმედ ჰყავს ავად და ცრემლით ევედრება უფალს – ღმერთო, შვილი გადამირჩინე,
ზუსტად ასე უნდა ევედრო უფალს – ღმერთო, შენი ნება იყოს, თორემ დავიღუპე,
ჩემი ნება გასაქანს არ მაძლევს.
– როგორ უნდა ვილოცოთ?!
– ჯერ უნდა გავიაზროთ
და მერე მთელი გული, სული, მთელი ჩვენი არსება ჩავდოთ ჩვენს ყოველ სიტყვაში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ანნა და ლილი სულაბერიძეებმა პიცა გამოაცხვეს - „ლამაზი მოგონებები მხიარული თავგადასავლებით იქმნება“
⭕„ყავის ჭარბი მოხმარება ძვლებს აზიანებს! მასში რძის დამატება დანაკარგს ანაზღაურებს“ - მამუკა რაშოიანი