ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები პრივილეგირებულები არიან. სიჭინავა მარჯანიშვილზე მომხდარი ფაქტის იხსენებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში საკუთარ მოქალაქეზე წინ უცხოელს აყენებენ.
„პლეხანოვზე პატარა გოგოს გამოეკიდა ირანელი (ან თურქი) ზუსტად არ ვიცი. ამოარტყა ხელი საჯდომზე და როცა გოგომ ნაბიჯს აუჩქარა ისიც არ ჩამორჩა. გოგონა იქვე ცხოვრობდა, შევარდა სახლში და ძმას მოუყვა ანერვიულებულმა. ძმა გამოვარდა ქუჩაში, დაიჭირა ეს კაცი და სიკვდილამდე ცემა. ამ ბიჭს 10 წელი მიუსაჯეს. სასამართლოზე თქვა, რომ დროის დაბრუნება რომ შეეძლოს, იმავეს გააკეთებდა.
მე მესმის, რომ სიტუაცია პატარა ბავშვებმა გააფუჭეს, რომლებსაც ალბათ არ ჰყავთ მშობლები, თორემ პლეხანოვზე და პეროვსკაიაზე ღამით რომ გაიაროთ, ბევრ არასრულწლოვანს ნახავთ სამარცხვინო ამბებში.
ამ კაცს ეს გოგო რომ გაეუპატიურებინა, 5 ან მაქსიმუმ 8 წელს მისცემდნენ.
ჩემს შვილს რომ ვინმე გამოეკიდოს, იქვე მოვკლავ მეც. თვალს არ დავახამხამებ. რატომ არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებები უფრო დაცული, ვიდრე ჩვენი?
ბინის ამბავი, რომელიც ბევრმა ახლა წარმოაჩინა პრობლემად, მე პირადად 3 წლის წინ მქონდა ეგვიპტის მოქალაქესთან.
ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ჩვენს დანაშაულზე სასტიკად გვაგებინებენ პასუხს. და დაიცავენ თავიანთ მოქალაქეს“, - წერს ხატია სიჭინავა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ ასაკოვანი ნათესავების, განსაკუთრებით დედის რჩევები“ - მიხეილ ცაგარელი
🔵„კატო სტრასბურგში აზრზე არ იყო, რა ბრენდის ტანსაცმელი ეცვა, ან რა მანქანით დავდიოდი - ჩამოვედით და ბავშვმა დამიწყო ლაპარაკი, ვის რა ბრენდის ტელეფონი უჭირავს“ - თამარ ჩერგოლეიშვილი