საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და იდეოლოგიურ დაპირისპირებას, „ოჯახური ღირებულებების“, ლგბტ თემის და ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებს სოციალურ ქსელში მომღერალი ბექა ჩხაიძე გამოეხმაურა.
როგორც თავად აღნიშნავს, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს ერი, რომელიც არ დაუშვებს არასრულწლოვანებზე ზეწოლას, მათი უფლებების უგულებელყოფას და ოჯახის ღირებულებების ფეხქვეშ გათელვას.
ბექა ჩხაიძე ევროკავშირს მიღებული რეზოლუციების გამო „პორნო კავშირს“ უწოდებს:
„პორნო კავშირმა გაიგოს ერთხელ და სამუდამოდ!!!
ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ერი, რომელიც არ დაუშვებს არასრულწლოვანებზე ზეწოლას, მათი უფლებების უგულებელყოფას და ოჯახის ღირებულებების ფეხქვეშ გათელვას.
ამ ქვეყანაში თქვენი მიზნების გამტარებლები, თითზე ჩამოსათვლელი მოღალატე ორჯონიკიძეები არ არის საქართველო!!!
საქართველო ის არის, რაც 17 მაისს იხილეთ, ოჯახის სიწმინდის დღეს!!!
საქართველო ყოველთვის იდგა ბავშვების დაცვის, ოჯახის სიმტკიცისა და ეროვნული ღირსების მხარეს და ასე დარჩება სამუდამოდ!!!
ვინც არ უნდა იყოს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ზეწოლა, ქართველი ერი არასდროს დაუშვებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენს შვილებს, ჩვენს ოჯახებს და ჩვენს მომავალს აზიანებს.
ეს ქვეყანა ეკუთვნის ქართველებს და ქართველი ერი თავად გადაწყვეტს, როგორ დაიცვას თავისი შვილები და თავისი ფასეულობები!!! საქართველოს გაუმარჯოს“, - წერს ბექა ჩხაიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ამ პროდუქტების გაცხელება არ შეიძლება! - რა უნდა გავითვალისწინოთ საკვების მიღებამდე