Digest Logo

„პრეტენზიულობას რომ ვერ ერევი, შენი სულიერი ცხოვრება დახურულია“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძის ქადაგება

1760471853
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ხშირად ვიმეორებ ამ სიტყვებს:
ნუ ხართ პრეტენზიულები,
ნუ ხართ პრეტენზიულები...
ამას ჰაერიდან არ ვამბობ - არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ერევიან ამ პრეტენზიულობას და პრეტენზიულობას რომ ვერ ერევი, შენი სულიერი ცხოვრება დახურულია.

- და პრეტენზიული როდის ხარ?!
- როცა გაქვს ილუზია, რომ სიკეთეს აკეთებ, ან მართლაც აკეთებ სიკეთეს(ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს),
და, ამ დროს, გიჩნდება შინაგანი მოთხოვნილება - „მე სიკეთეს ვაკეთებ და შესაბამისად ვიმსახურებ სანაცვლოდ მომაგონ...“.

- და ეს სახარებაში სად წერია?!
- არსად არ წერია.

არსად არ წერია სახარებაში, რომ შენ უნდა უყვარდე ყველას,
არსად არ წერია სახარებაში, რომ პატივი უნდა გცენ შენ,
არსად არ წერია, რომ სიკეთეზე სიკეთით უნდა გიპასუხონ,
ასეთი მცნება არ არსებობს, ამიტომ ვამბობთ, რომ სინდისი უნდა იყოს გასწორებული სახარებაზე,
და არა შენ მიერ შექმნილ ღირებულებათა სისტემაზე,
რომელიც შენსავე სიამოვნებას ემსახურება...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„შეცდომა, რასაც ძალიან ხშირად ვხვდები სხვა ასტროლოგებთან, ეს ეხება როგორც დამწყებებს, ისე გამოცდილ სპეციალისტებს“ - რას წერს ასტროლოგი

„მგონი, დროა გადავიდე საცხოვრებლად...“ - ნინი შერმადინი იტალიაში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს

🎥 „3 აკრძალული მოქმედება და 2 ფრაზა, რაც არ უნდა უთხრა შენს საყვარელ ადამიანებს“ - თათია გარანიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს