ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„როცა ადამიანს არასწორი ხედვა აქვს სარწმუნოებაში – მას ეშინია ბოროტი სულების, დემონური ზემოქმედების,
ეშინია ჯადოების და ათასგვარი სისულელეების.
ქრისტიანს ხომ ეშმაკისათვის აქვს მიფურთხებული?!
სახარებას ხომ ვენდობით? – სახარებაში არის ასეთი სიუჟეტი, როცა ეშმაკებს უნდათ ღორებში შესვლა და ვერ შედიან;
უცნურია,
ღორი როგორ უნდა შეეწინააღმდეგოს, როცა ეშმაკი არის უძლიერესი არსება – დაცემული ქერუბიმი.
– მაგრამ, აბა, რატომ ვერ შედის?!
– იმიტომ, რომ მას არა აქვს უფლება ზიანი მიაყენოს ცოცხალ არსებას, ღორსაც კი, თუ უფლის დაშვება არ იქნა.
ახლა კითხვა დავსვათ:
– ადამიანში რომ შევიდეს ეშმაკი, ვინ უნდა მისცეს მას ამის უფლება?
– თვითონ ამ ადამიანმა, ხომ?!
გესმით პრობლემა რაშია?
პრობლემა ჯადოქარში და მკითხავში და შემლოცველში კი არ არის, პრობლემა თვითონ იმ ადამიანშია, რომელიც საკუთარი ნებით ეთანხმება ეშმაკს, შევიდეს მასში.
ასეთი ადამიანი, ამბობს იოანე ოქროპირი, შეპყრობილზე უარესია, იმიტომ რომ შეპყრობილს, საწყალს წართმეული აქვს ნება ბოროტისაგან, ადამიანი კი თავისი ნებით ეთანხმება ეშმაკის ზრახვებს.
ანუ,
ჩვენი უღმერთობა არის მიზეზი, რომ ჩვენში ეშმაკი შემოდის, გვაწვალებს და გვტკენს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გამიფრინდა... წაიღო ჩემი გულის ნაწილი“ - დედა თინათინი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
🎥 მსოფლიო რეკორდი: ბათუმელმა სპორტსმენმა 200 ტონიანი პანორამული ბორბალი კბილებით დაატრიალა