ბათუმელმა სპორტსმენმა, ბაგრატ ჟღენტმა ციცინათელას პარკში 200 ტონიანი პანორამული ბორბალი კბილებით დაატრიალა.
მსოფლიო რეკორდი მაყურებელმა პირდაპირ ეთერში იხილა.
ბაგრატ ჟღენტი გადაცემის „იმედის დღე“ სტუმარი იყო, სადაც მიღწეულ შედეგზე ისაუბრა:
„ძალიან გამიხარდა, ყველა მილოცავდა, ძალიან ბედნიერი ვარ, წინ კიდევ უამრავი წარმატება გველის.
ძალიან დიდი ემოციაა, უზარმაზარია ატრაქციონი, რის გამოც ცოტა მეშინოდა, თუმცა ბევრი ვიშრომე.
მთლიანად სხეულს ვავარჯიშებ ყოველდღიურად, რა თქმა უნდა, წონას ვიმატებ როცა მძიმე საგნებთან მაქვს შეხება. კისერი ამ დროს უმნიშვნელოვანესია, სტომატოლოგი ჯერ არ დამჭირვებია.
კბილების სიძლიერე მითია, ვარჯიში აკეთებს ყველაფერს, მნიშვნელოვანია ფეხი და კისერი“, - ამბობს ბაგრატ ჟღენტი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ლავაშის შემადგენლობა და მითები - არის თუ არა ის ქარხნულ პურზე უფრო დიეტური?