სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ მომხმარებელი გუდაურის საკურორტო ზონაში არსებულ კვების ინდუსტრიაში გაზრდილ ფასებზე წერს და აღნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით ფასები, კატასტროფულად არის გაზრდილი, რამაც ტურისტების ნაკლებობა გამოიწვია.
„გუდაურის ეკონომიკური სურათი დღეს:
კვების ობიექტები:
- 10 ლარი ადგილზე გამომცხვარი პაწაწინა პური
- ხაჭაპური - 40-45 ლარი
- ცეზარის სალათა - 40-47 ლარი
- მწვადი - 4 ნაჭერი - 18-30 ლარი
- 30 ხინკალი - 84 ლარი (ყველაზე იაფი ვერსია)
- ბურგერები- 35-60 ლარი
- Dankins ყავა კარამელ მაკიატო - 18 ლარი
- დესერტი - 2 ცერა თითისოდენა სუფლე - 22 ლარი
- ვაშლის შტრუდელი - 29 ლარი
- პიცა პეპერონი - 43 ლარი
- ნაყინი - 18 ლარი
+18% მომსახურების…
სხვადასხვა;
- სკიპასი - 70 ლარი 1 დალოცვილი დღე
- ბასეინი/სპა 1 შესვლა -120 ლარი (მოცუცნული 15 მეტრიანი საჭყუმპალაო და არა ბასეინი)
- აეროპორტიდან ტრანსფერი გუდაურამდე - 280 ლარი (შედარებისთვის Yandex იგივე კლასის მანქანით - 133 ლ)
შიდა ტაქსი გუდაურში 20 ლარიდან ზემოთ და სხვა ასეთი მრავალი სანახაობა ელოდება ჩამსვლელს…
მომილოცავს გა-ფრენა ქართველებო, ჩამოვფრინდით, რადგან გუდაურს დღეს ტურისტი აღარ ჰყავს!
და მინდა შეგახსენოთ, რომ მაღალი შემოსავლების მქონე ტურისტული სეგმენტი იგივე ხარჯით ხარისხიან ალპებში ისვენებს, სადაც საფეხმავალო ბილიკებიცაა, შიდა საზოგადო ტრანსპორტიც, დასუფთავებაც, საბავშვო რეკრეაციული ზონები, კინო თეატრებიც და საახალწლო განწყობაც ზოგადად“,- წერს ფეისბუკმომხმარებელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მაქვს სურვილი, ჩავიდე მოსკოვში და ვცადო ფილმში ბედი, ან მე დავდგა სპექტაკლი“ - ბესო ზანგური