მამა საბა, ერის კაცობაში სულხან ჭიკაიძე, თბილისის ორ ეკლესიაში მსახურობს და მთელი ქვეყანა იცნობს, რადგან სოციალურ ქსელში საჯაროდ პასუხობს ყველას, ვისაც რელიგიასთან დაკავშირებით კითხვა აქვს.
იგი დღეს იუბილარია და სოციალურ ქსელში მრევლისგან უამრავი მილოცვა მიიღო:
„დღეს მამა საბას დაბადების დღეა, უბრალო, თავმდაბალი და თბილი ადამიანის.
2018 წლის აღდგომის პერიოდი.
ჯვრიდან გარდამოხსნის დღე იყო, დაიწყო სასწაული გალობა, ლოცვას მამა საბა კითხულობდა, თავი ავწიე და მამა საბას წყლიანი თვალები დავინახე, გაოგნებული ვიყავი იმხელა ტკივილი დავინახე მამაოს თვალებში, ისე განიცდიდა თავს ხან ქვემოთ ასწევდა ხან ასწორებდა, რომ ემოციები გაეკონტროლებინა.
წირვა დამთავრდა, ქადაგება ისეთი ღრმა გამოუვიდა, რომ მთელ მრევლს სახე სველი ჰქონდა. ცოტა ხანში საკურთხეველში მოვკარი თვალი, ასე თავდახრილი იჯდა“, - წერია გავრცელებულ პოსტში.
ცნობისთვის, მამა საბას ჰყავს მეუღლე, რომელთანაც 33 წელია ქორწინებაშია. წყვილს 5 შვილი და 2 შვილიშვილი ჰყავს. უფროსი შვილი 30 წლის სოფო - ტყუპისცალია.
სასულიერო პირს და მის მეუღლეს წლების განმავლობაში ტყუპისცალი გოგონა, რომელსაც დაბადებიდან ანა შეარქვეს - გარდაცვლილი ეგონათ, მათი საფლავიც კი ჰქონდათ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორია ძლიერი პიროვნება? როგორ ამოვიცნოთ ან გავხდეთ ასეთები? ფსიქოლოგ ნინი დგებუაძის განმარტება