Digest Logo

🎥 „ქალები არიან ყველაზე დედა მოტ**ული არსებები, მათ გამო უდანაშაულო მამაკაცებს იჭერენ და რომ გამოვლენ ციხიდან, რას უზამენ ამ ქალებს თქვენ თვითონ მიხვდით“ - ადვოკატ ლაშა ჯანიბეგაშვილის სკანდალური განცხადება

1695713190
ლაშა ჯანიბეგაშვილი

ადვოკატი, ლაშა ჯანიბეგაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ ქვეყანაში ქალების გამო უდანაშაულო მამაკაცებს იჭერენ.

„ქალები არიან, ყველაზე დედა მოტ**ული, უნაბიჭვრესი არსებები, რომლებიც არც თუ იშვიათად უდანაშაულო მამაკაცებს იჭერენ ციხეში და უწყობენ პროვოკაციას. სწორედ ამიტომ ხდება ამდენი მკვლელობები საქართველოში“, - ამბობს ადვოკატი. 

მისი თქმით, ქალთა და ბავშვთა კონვენცია საერთოდ უნდა ამოიღონ, რადგან როგორც თავად ამბობს ყველა თანასწორია კონსტიტუციის თანახმად და არ შეიძლება, შურისძიების მიზნით, როდესაც კაცს უჩივის კანონი უპირატესობას აძლევდეს ერთ მხარეს. 

„მეც მაქვს მსგავსი შემთხვევები და ჩემი კოლეგებისგანაც ვიცი, რომ უდანაშაულო კაცები, ქალების ცრუ ბრალდებების საფუძველზე ჰყავთ დაჭერილები და ეს კაცები, რომ გამოვლენ ციხიდან, რას უზამენ ამ ქალებს თქვენ თვითონ მიხვდით“, - ამბობს ადვოკატი.