„იუთუბერი“ მეგობრები გიგი ქათამაძე და აჩი სვანიძე ირანში მოგზაურობენ, სადაც ტრადიციულ ქორწილს დაესწრნენ. როგორც მოგზაურები აღნიშნავენ, ირანში საქორწილო წვეულებას მხოლოდ კაცები ესწრებოდნენ, ქალები კი ცალკე, გამოყოფილ დარბაზში ისხდნენ.
მათ მონაყოლის მიხედვით, სუფრის წესებიც განსხვავებული აღმოჩნდა, სადაც სტუმრებს, მხოლოდ ერთი კერძი მიართვეს.
მოგზაურები პარალელს, სწორედ ქართულ წეს-ჩვეულებებთან ავლებენ, რაც ირანული ტრადიციის მიხედვით, რადიკალურად განსხვავებულია.
„ტრადიციული ქორწილი ორ ნაწილად, ქალებისა და კაცების დარბაზად არის გაყოფილი. ქალების დარბაზიდან ფარდა გვყოფს. ეს ტრადიცია, როგორც ირკვევა, რელიგიური ფონიდან გამომდინარეა, თუმცა დიდ ქალაქებში ნელ-ნელა დავიწყებას ეცემა.
ჩემდა გასაკვირად, სუფრაზე არანაირი წასახემსებელი არ დაგვხვდა. ჩემი გეგმა იმაზე მეტი უნდა მეჭამა, ვიდრე საჩუქარში გადავიხადე, ნაცრად იქცა. რადგან არავინ ცეკვავდა, დარბაზი საცეკვაოდ გამოვიწვიე. მარტო კაცები რომ ვართ, საშინელებაა. ოფლისა და ალკოჰოლის სუნი დგას.
იმედგაცრუებული ვრჩები, რადგან მხოლოდ ერთი კერძი მოიტანეს. იმერეთში მინიმუმ 28 კერძი მოაქვთ ხოლმე. ჩხუბი მაკლია, ესენი ჯერ არ ჩხუბობენ. კინაღამ ჩხუბის მიზეზი ჩვენ გავხდით“, - ჰყვება ბლოგერი ვიდეოში.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დედამ თავი მოიკლა, მამა გაიქცა...“ - ქალი, რომელმაც 5 წლის ასაკში გაიგო, რომ ნაშვილებია
⭕ „უშხვართესი და ულამაზესი“ - ალექსანდრა პაიჭაძის ცეცხლოვანი კადრები სოცქსელს იპყრობს
⭕ ვულკანის ამოფრქვევა თანამედროვეობის ყველაზე ხმამაღალ მოვლენად დასახელდა