პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ხელის თხოვნის გავრცელებულ ფორმას, ეხმაურება. როგორც ის წერს, საჯაროდ მოულოდნელად ხელის თხოვნის ფაქტი ქალისთვის დამამცირებელია.
„ქალი მოწყალებას ელის კაცისგან, გახადოს ღირსი და სთხოვოს ხელი. მისი ამ სურვილის ასრულება იმდენად მოულოდნელია, რომ წინადადების მიღებისას ლამის შოკში ვარდება. როგორც იქნა დაინახეს, როგორც იქნა დააფასეს, როგორც იქნა აღიარეს.
საჯაროდ მოულოდნელად ხელის თხოვნის ფაქტები, ასე რომ მოედო მთელ მსოფლიოში სოციალურ ქსელებს, არის ქალისათვის დამამცირებელი. ერთი შეხედვით ლამაზი და ამაღელვებელი ამბავი სინამდვილეში შეფარულად ქალისადმი კაცის უპირატესობის დემონსტრირების მაჩვენებელია. ის არის გადაწყვეტილების მთავარი მიმღები, ის არის ქალის გამაბედნიერებელი.
ისე, ერთხელ მაინც პირიქით რატომ არსად მომხდარა, ქალს რომ გამოეჩინოს ინიციატივა და კაცისთვის მოეწყოს “სიურპრიზი”?“ ,- წერს რომან გოცირიძე.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 „სიყვარულსა მალვა უნდა“ - არის თუ არა შეყვარებული ლუკა ჭოხონელიძე?
🔵 🎥 როგორ აღნიშნეს შობა ჯანეტმა, ნოემ და პატარა ანნამ - ნახეთ, უსაყვარლესი ვიდეო