აიისა • პრეზერვატივის ქართული ბრენდია. „სტარტაპის” იდეა, ანანია გაჩეჩილაძეს ბაზარზე ერთფეროვნებისა და მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული ხარვეზის გამო გაუჩნდა. მისი თქმით, ბრენდის მსუბუქი სარკაზმი კონცეფციის შესაბამისია.
დღეს მათ ახალი პრეზერვატივი გამოუშვეს, რომელზედაც ხვიჩა კვარაცხელიაა გამოსახული. ამ ფაქტს მოქალაქეების არერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ზოგმა გააკრიტიკა ზოგმა კი უბრალოდ გაიცინა.
კრიტიკოსებს ანანია გაჩეჩილაძემ ბნელები უწოდა და აღნიშნა, რომ მათ კომენტარებს არც კითხულობს.
„ქართველი ხალხი ისევ 50-50-ზე ბნელი ყოფილა. კონტექსტი, ჩვენი დედა ვატირე. ეს რა ჭირი გვჭირს. მაგ კომენტარებს არც ვკითხულობ“, - წერს ანანია გაჩეჩილაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ვის ელოდება განსაკუთრებული წარმატება - 2023 წლის ფავორიტი ნიშნები აღმოსავლური ზოდიაქოს მიხედვით