Digest Logo

ქართველმა მეზღვაურმა ხმელთაშუა ზღვაში 36 მიგრანტი, მათ შორის ორსული ქალი, სიკვდილს გადაარჩინა

1785918538
დავით ფანცულაია მეზღვაური

ხმელთაშუა ზღვაში ჩატარებული წარმატებული სამაშველო ოპერაციის შესახებ ქართველი მეზღვაური, დავით ფანცულაია, სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, მცირე ზომის კატარღას, რომლითაც ევროპაში მოხვედრას 36 მიგრანტი ცდილობდა, ძრავი შუა ზღვაში გაუფუჭდა.

როგორც ირკვევა, ისინი 4 დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე იყვნენ დარჩენილები. ამ დროის განმავლობაში მათ გვერდით 22-მდე გემმა ჩაუარა, თუმცა დახმარება არავის გაუწევია.

„36 ადამიანმა, საიდანაც 1 ფეხმძიმე 20 წლის გოგოა სამხრეთ სუდანიდან, 4 დღე უწყლოდ და უპუროდ გაატარეს... 22-მა გემმა აუარა და ჩაუარა. არავის აზრად არ გასჩენია სურვილი გადაერჩინათ...

დღეს კი მე და ჩემმა გემმა მათ სიცოცხლე დავუბრუნეთ.

მე კი ამაყად ვიტყვი, რომ სამაშველო ოპერაციების ხელმძღვანელი მე ვიყავი, რომელიც გემის სამაშველო კატარღით მათ მიუახლოვდა, ჩაიბა და გემამდე მოიყვანა“, - წერს დავით ფანცულაია.

გადარჩენილ მიგრანტებს პირველადი დახმარება უკვე აღმოუჩინეს და ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.