Digest Logo

„ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვრები თუ ჩაატარებენ გამოლოცვებს, არ იქნება ურიგო...მით უმეტეს ეს კეთდება იქ, სადაც საახალწლო გარემო უნდა შეიქმნას “ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე რუსთაველის გამზირზე ჩატარებულ რიტუალზე

1733909727
გიორგი ლობჯანიძე

9 დეკემბრის აქციაზე, აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან მიიტანეს სასახლე, რომელშიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტული იყო მოთავსებული და მას ცეცხლი წაუკიდეს.

აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების და ცნობილი ადამიანების რეაქცია მოჰყვა, ისინი საგანგაშოს უწოდებენ, მდგომარეობას, რასაც აქციის მონაწილეები ბოლო დღეებია ჩადიან.

მათ შორისაა, ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე, რომელიც აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ  ამით გარემო  ბინძურდება და მეტად უკონტროლო ხდება ვითარებაც. 

„გუშინდელ შეტყობინებას მსურს რომ გამოვეხმაურო, იმიტომ რომ ისევ ბევრი მესიჯი დამიგროვდა: ბოლოჯერ ვწერ ამაზე, შესაბამისად, ვინც გაიგებს - გაიგებს, ვინც არა - ნება თქვენია.

მოკლედ, ეს კუბოვო, გამოიწერეს და იყიდესო, შესაბამისად მარაზმთან საქმე არ გვქონიაო. კარგი ბატონო, კეთილი და პატიოსანი.

მე, ეზოთერულ სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს, შესაბამისად ვინ და ჩემთან ერთად ჩემმა კოლეგებმაც იციან და ამას დავა არ სჭირდება რომ ფიტულის, რაც არ უნდა იყოს მასში, კუბოს დაწვა ეს მაგიური რიტუალია. ხომ ასეა? ასეა.

ამ მაგიურ რიტუალს რომ დგამ და აკეთებ, პრაქტიკოსი ხარ? როგორც ენერგეტიკულ სფეროში ჩახედული პიროვნება, პირდაპირ ვამბობ რომ ამან შესაძლოა გამკეთებელსაც ავნოს, საქმესაც და ვისაც უკეთებ იმასაც.

მეტსაც ვიტყვი: საახალწლოდ ნაძვის ხე რომ უნდა აინთოს ახლა და რაღაც კონცერტებია მგონი დაანონსებული თუ უნდა დაანონსდეს, არც არავის არ ვურჩევ ზედმეტ მოძრაობას, იმიტომ რომ ძალიან ბინძურდება გარემო და მეტად უკონტროლო ხდება ვითარებაც. ის ენერგომუხტები ვისზე როგორ იმოქმედებს კაცმა გაიგოს ...

ახლა რაც შეეხება კუბოს გამოსახულებას: თუ ადამიანს იმდენი აფიქრდება რომ ეს გააკეთოს, იმის მოფიქრებაში რა შეუშლის ხელს რომ ვინც უნდა ის გამოსახოს ზედ, დაამზადებს ასეთს როგორმე ადამიანი, არ სჭირდება ამას ბევრი სიარული დამიჯერეთ. მიუხედავად იმისა, რომ ახლო კადრით ძალიან ჰგავს ეს პიროვნება მაცხოვარს, ხოლო თუ არ არის და ვხედავთ გამოწერილს, ამას რა ჯობია ...

ასე რომ რისთვის ითხოვს ეგ ადგილი, სამწუხაროდ, სისხლს და რატომაა ამდენწლიანი ღელვა, წერია ყველაფერი იმ შეტყობინებაში და მოგიყევით. დანარჩენი, რას მიაქცევთ ყურადღებას და რას არა - განსაზღვრეთ თქვენ. აქ რაიმეს დაძალებას არ აქვს ადგილი.

მთელი ჩემი ცხოვრებაა ვებრძვი შავი მაგიის ელემენტებს, თქვენ არც კი იცით როგორ ავადდებიან ამით ადამიანები და რა გამოვლინება აქვს მას, როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ სამყაროში, მით უმეტეს ეს კეთდება იქ, სადაც საახალწლო გარემო უნდა შეიქმნას, ვახსენე ნაძვის ხე უნდა აინთოს და დამატებით კიდევ აქციებზე უამრავმა ადამიანმა უნდა მოიყაროს თავი.

გამიხარდება თუ ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვრები მაინც იქვე ჩაატარებენ ერთგვარ გამოლოცვებს, არ იქნება ურიგო.

ასე რომ, სანამ ისევ ნაცებად და ქოცებად დავყოფთ ადამიანებს, იქამდე მეტად გავუგოთ, იქნებ რას ვამბობთ, მხოლოდ ჩემი თავისთვის ნამდვილად არ ვწერ, თორემ სულ არ შევწუხდებოდი მერწმუნეთ.
კეთილი სურვილებით - ბედნიერი დღე გქონდეთ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ ცხოვრობს ბიჭი-მაუგლი, რომელსაც 6 წელი ძაღლი ზრდიდა: „მისი ხმა ყეფას უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანის მეტყველებას, იღიმებოდა და ზოგადად, ძაღლივით იქცეოდა“

⭕ „თოვლი, ქარბუქი და შტორმი“ - საქართველოში ამინდი იცვლება

⭕ 🎥 „ეს არის ქართველი ერის საგამოცდო პერიოდი... 18 დეკემბრამდე კოსმოსში არის შტორმი“ - მიხეილ ცაგარელის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი