Digest Logo

„ქორწინებიდან 11 წელი! თეთრი ვარდები ჩემთვის შენ უნდა მოგეტანა კვლავ“ - მღვდელ თეიმურაზ ქორიძის მეუღლის ემოციური პოსტი

1788267596
რუსკა ზაბახიძე

2024 წლის 20 აგვისტოს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქიის მღვდელმსახური თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. 

მისი მეუღლე რუსკა ზაბახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს, 1-ელ სექტემბერს მათი ქორწინების 11 წლის იუბილეა:

„ქორწინებიდან 11 წელი!  

16 წელია მიყვარს.

ადამიანი, რომელიც ყველაზე ნათელი სხივი იყო არის და იქნება ჩემს ცხოვრებაში, მადლობა ყველა წამისთვის ჩემო განსაკუთრებულო.

თეთრი ვარდები ჩემთვის შენ უნდა მოგეტანა კვლავ“, - წერს რუსკა ზაბახიძე. 

მამა თეიმურაზ ქორიძე იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალგაზრდა, გამორჩეული და საზოგადოებისთვის საყვარელი სასულიერო პირი. იგი 30 წლის ასაკში, 2024 წლის 20 აგვისტოს მოულოდნელად გარდაიცვალა. მამა თეიმურაზი მსახურობდა საგარეჯოს რაიონში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, სადაც კეთილსინდისიერი მოღვაწეობითა და ქადაგებებით მრევლის დიდი სიყვარული დაიმსახურა.

ასევე დაგაინტერესებთ:

სექტემბრის სილამაზის და ჯანმრთელობის კალენდარი ფენშუის სპეციალისტისგან

„რა დიდი ბიჭია უკვე, იმპერატორი“ - სალომე ბაკურაძე შვილის ახალ ფოტოებს გვიზიარებს

„თვალი რომ გავახილე, ძირს ვეგდე და ჯოხიც ხელიდან მქონდა გადავარდნილიო...“ - მეჯვრისხევში მეხის ჩამოვარდნის შედეგად მოზარდი დაშავდა