Digest Logo

„ქრისტეში მთელი სამყაროა, ყველა ადამიანია და ვინც შენ არ გიყვარს, უნდა ეცადო შეიყვარო, იმიტომ, რომ ქრისტეს გულში ისიც არის“ - თეოდორე გიგნაძე

1777736173
მამა თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს: 

„ქრისტეში მთელი სამყაროა,
ქრისტეში ყველა ადამიანია;
ვინც კი არსებობს,
ვისაც კი უარსებია;
ვისაც იცნობ,
ვისაც არ იცნობ;
ვინც შენ გიყვარს,
და ვინც შენ არ გიყვარს;
და ვინც შენ არ გიყვარს, სხვათა შორის, უნდა ეცადო, შეიყვარო,
იმიტომ, რომ ქრისტეს გულში ისიც არის,
და შენ რომ ქრისტე გინდა შენში იყოს — მაშინ შენ უნდა იცოდე, რომ შენში ისიც იქნება, ვინც შენ არ გიყვარს,
იმიტომ, რომ
ქრისტეს უყვარს.
ამიტომ,
ადამიანი, რომელიც იძულებს ვინმეს — იგი ვერასოდეს ქრისტიანი ვერ იქნება,
მის გულში მადლი არ გაჩერდება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

💰 ფულის წვიმა მაისში! ზოდიაქოს რომელი 5 ნიშანი გამდიდრდება თვის ბოლომდე? 🚀💸

🧿როგორ ავირიდოთ ავი თვალი და დავიცვათ ჩვენი ენერგია

„კარგი ასპექტი → უკეთესი შედეგი, ნაკლები ნაწიბური“ - როგორ უნდა დაიგეგმოს ჯანმრთელობის დღეები ასტროლოგიაში