Digest Logo

„ქვეყანაში ფულის დახარჯვა არ მოგინდება - რუსები აქირავებენ კაიაკსაც, შეზლონგსაც, კაფესაც „ხოდავენ“ და სხვა მრავალს“ - თამუნა თანდაშვილი

1660665501
თამუნა თანდაშვილი

„ოკუპაცია ავტომატით არ ხდება, აი ასე 1. მილიონი რუსი გადაწყვეტს რომ „გრუზია ეტა რასია” და მორჩენილი ამბავია“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში Georgian Airways-ის ყოფილი კომერციული დირექტორი თამუნა თანდაშვილი წერს.

„Off to Brussels.

ბათუმში რუსებს დავუგეთ ფიანდაზები, რომლებიც უცერემონიოდ, უზრდელურად იქცევიან. კურორტზე
არაფერს ვამბობ, მშვიდობიან დამსვენებელზე უბრალოდ გაუსაძლისია ის სერვისი და ის სიტუაცია რაც აჭარაში ხდება, შენ ქვეყანაში ფულის დახარჯვა არ მოგინდება - რუსები აქირავებენ კაიაკსაც, შეზლონგსაც, კაფესაც ხოდავენ და სხვა მრავალს.

ჩვენ ვისხდეთ და სკამების თამაში რომაა წრეზე, ის ვითამაშოთ.

ოკუპაცია ავტომატით არ ხდება, აი ასე 1.

მილიონი რუსი გადაწყვეტს რომ „გრუზია ეტა რასია” და მორჩენილი ამბავია.

ვზივარ აეროპორტში და ვფიქრობ, დავლიო 30 ლარიანი ყავა თუ რამე რუსების „ტოჩკა“ ვიპოვო და იქ მაგიდის ქვეშეთიდან გამოვწიო რამე“, - წერს თამუნა თანდაშვილი.

🔵 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 დაპირისპირება ქართველებსა და ბელარუსი ქუჩის მუსიკოსს შორის თბილისში

„კლასის დამრიგებელს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა“ - ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა

🎥 „ამდენ დარტყმას და ჩემს ცემას ღმერთი არასდროს გაპატიებს“ - რა ვიდეო წარადგინა ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე