„ვანოს შოუს“ გუნდი „მთავარი არხიდან“ „ტვ პირველზე“ გადავიდა, ინფორმაცია გუშინ თავად ვანო ჯავახიშვილა გაავრცელა.
სოციალურ ქსელში „ვანოს შოუს“ ამ გადაწყვეტილებას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოების ნაწილმა გუნდი ამ გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა.
სოციალურ ქსელში მსახიობი თამუნა ლეკვეიშვილი აქვეყნებს სტატუსს და აღნიშნულის შესახებ წერს:
„რა ამბავი ატყდა, იმედზე ხო არ გადავსულვართ“ - წერს თამუნა ლეკვეიშვილი.
მან ასევე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მთავარი არხი“ დატოვა.
„ძალიან საწყენია რა განცხადებითაც გამოგვაცალეს „მეგობრებმა“
ფული მართლა ყველაფერი არ არის!“ - წერს იუმორისტი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 ცნობილია, ვინ შეცვლის გვანცა დარასელიასა და თიკა ფაცაციას „რუსთავი 2“-ის შუადღის გადაცემაში