Digest Logo

რა არის ნამდვილი გაცნობიერება და როგორ გვეხმარება ის ემოციების მართვაში? - ფსიქოლოგის განმარტება

1793621362
ნონა ხიდეშელი

ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი სოციალურ ქსელში ემოციური რეაქციებისა და გაცნობიერების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, ჭეშმარიტი გაცნობიერება ბრაზის ჩახშობას ან გამართლებას არ გულისხმობს, არამედ ის საკუთარი თავის შიგნით ჩახედვისა და ფარული მოტივების დანახვის პროცესია.

ფსიქოლოგი მარტივი მაგალითით განმარტავს, თუ რა განსხვავებაა ემოციურ განსჯასა და გაცნობიერებას შორის:

„რას ნიშნავს რეალურად გაცნობიერება. მაგალითად ვიღაცამ გაწყენინა. მაშინვე ბრაზდები და ფიქრობ, რომ ის ცუდი ადამიანია ანუ აფასებ და საპასუხო ემოცია მოდის,

გაცნობიერების დროს, განსჯის მაგივრად საკუთარ თავს აკვირდები,

ახლა გაბრაზებული ვარ.

რატომ?

იმიტომ, რომ ჩემი თავმოყვარეობა შეილახა?

თავი უარყოფილად ვიგრძენი?

მინდოდა, ჩემთვის ანგარიში გაეწიათ?

ეს არ ნიშნავს ბრაზის ჩახშობას ან მის გამართლებას. ეს ნიშნავს, დაინახო შენი რეაქცია ისეთი, როგორიც არის. ამით საკუთარი ჩრდილის დანახვას იწყებ, სწორედ ჩრდილის დანახვაა გაცნობიერება, შენ ხედავ შენს სისუსტეს, რაზეც გარე სამყაროს მანიპულაცია შეუძლია და რასაც ხედავ, ის ვეღარ გაკონტროლებს“,- წერს ფსიქოლოგი.

✕