Digest Logo

რა ხდება როდესაც მოწევას თავს ანებებ? - „გულისცემის სიხშირე ეცემა...“

1677946916
ზაზა თელია

დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში გამომწერებს მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს და დეტალურად ხსნის, თუ რა ხდება მოწევაზე უარის თქმის შემდეგ:

👉რატომ არის სიცოცხლისთვის საშიში „შილაკის“ 1 პროცედურაც კი? - ზაზა თელიას განმარტება

„რა ხდება როდესაც მოწევას თავს ანებებ?

20 წუთში - შენი გულისცემის სიხშირე ეცემა

12 საათში - სისხლში ნახშირბადის მონოქსიდის (მხუთავი აირი) დონე ჩამოდის ნორმაზე

 2 კვირიდან 3 თვემდე - შენი გულის შეტევის რისკი იწყებს შემცირებას. ფილტვის ფუნქცია იწყებს გაუმჯობესებას

 1-იდან 9 თვემდე - ხველა და სუნთქვის გაძნელება მცირდება

1 წელში - გულის კორონარული დაავადების რისკი ნახევრდება იმასთან შედარებით რაც აქვს მწეველს

5 წელში - ინსულტის რისკი მცირდება, 5-იდან 15 წელიწადში უტოლდება არამწეველის რისკს

10 წელში - შენი ფილტვის კიბოთი სიკვდილიანობის რისკი ნახევრდება ვიდრე აქვს მწეველს. პირის ღრუს, ყელის საყლაპავის, შარდის ბუშტის, თირკმელების, პანკრეასის კიბოს რისკი მცირდება

15 წელში - შენი გულის კორონარული დაავადების რისკი მცირდება და უტოლდება იმ მაჩვენებელს რომელიც აქვს არამწეველ ადამიანს“, - წერს ზაზა თელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „აიღეთ კალამი, სასურველია წითელი ფერი იყოს და გამოიყენეთ ხუთივე შეგრძნების ორგანო“ - სავსემთვარეობა და 7 მარტის აფირმაციები

🎥 ნუცა ბუზალაძე ცოტა ხნის წინ მიღწეულ წარმატებას დუბაიში აღნიშნავს - ნახეთ, რა კადრებს აქვეყნებს მომღერალი

🔵„ერთადერთი ტიპია საქართველოში, რომელიც ამ დაჭაობებულ ერთფეროვნებას არღვევს“ - დომენიკ მანგო პაატა თედიაშვილზე