
5 ივნისს გიორგი ლორიამ საქართველოს ნაკრებში ბოლო შეხვედრა ჩაატარა.
ფარერების ნაკრების წინააღმდეგ 39 წლის მეკარე „ჯვაროსნებს“ მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა.
ყოფილ მეკარეს უმშვენიერესი მეუღლე ჰყავს, რომელიც სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. სალი კოპალიანმა გამომწერებს ახალი ფოტოები გაუზიარა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
„რა ლამაზი გოგო ხარ, ჩვენს ბიჭს ამშვენებ“.
„ვაუ, საოცრად გამოიყურები“.
„იხარე, იბედნიერე შენი ოჯახით“, - წერენ სოციალურ ქსელში.
გიორგი ლორიამ საქართველოს ნაკრებში ბოლო შეხვედრამდე ჟურნალისტებთან ბოლო კომენტარი გააკეთა:
„17 წელია საქართველოს ნაკრებში ვარ, რაც იყო როგორც რთული, ასევე საამაყო. ჩავატარებ ჩემთვის უკანასკნელ თამაშს.
ეს გზა გავიარე სიამაყით, მადლიერებით და სუფთა გულით. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩემს გვერდში იდგა, ჩემს ოჯახს, მეგობრებს, მწვრთნელებს, ჩემს თანაგუნდელებს, ექიმებს, „სტაფის“ წევრებს, ვისთანაც მითამაშია, რა თქმა უნდა განსაკუთრებით გულშემატკივრებს.
ვამთავრებ სანაკრებო კარიერას სუფთა გულით… მადლობა საქართველო!”, - ამბობდა გიორგი ლორია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნანუკა გულუა მესამე შვილის დედა გახდა - „ულამაზესი კირა კაშია დაიბადა❤️“
⭕ივნისის 3 მაგიური თარიღი, როდესაც სურვილების ასრულების გაცილებით მეტი შესაძლებლობა გვექნება
⭕თიკა ფაცაცია შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - „წარმატებები ძალიან სიმპათიურ ბიჭს“