ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ბინებს რუსებზე და ბელორუსებზე აქირავებს.
მისი თქმით, ისინი მიიღებენ „ტურისტი-დევნილის“ სტატუსს და შემდეგ, არც ბინის ქირას გადაიხდიან და ვერც ბინიდან გამოასახლებთ.
„ვინც აქირავებს ბინებს, მესმის არ გვილხინს, გვიჭირს, გვინდა რომ მატერიალურად უზრუნველყოფილი ვიყოთ, მაგრამ ერთი რამ კარგად დაიმახსოვრეთ, რუსეთიდან და ბელორუსიიდან ე/წ დევნილები, ერთი-ორი თვე გადაგიხდიან გასამმაგებულ ბინის ქირის საფასურს, პარალელურად მიიღებენ ე/წ „ტურისტი-დევნილის“ სტატუსს და მერე, არც ბინის ქირას გადაიხდიან და ვერც გამოასახლებთ.
პოლიცია ვერ დაგეხმარებათ, სასამართლოს თუ მიმართავთ წლები დასჭირდება და პასუხი იქნება უარყოფითი, ხოლო დამატებით ე/წ გაურკვეველი ვადით მასიურად გამოგზავნილ-ჩანერგილ „ტურისტ-დევნილის“ უფლებებს დაიცავს, მათი გამომგზავნი ხელისუფალნი, რადგანაც ნამდვილი რუს და ბელორუსს, ოპოზიციონერ-დევნილებს, იჭერენ საკუთარ ქვეყანაში და არ უშვებენ ასე მასიურად სახელმწიფოში, რომლის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს. ეს მოგვიტანს 1921 წლის ანექსიას 101 წლის შემდეგ, 2022 წელს“, - წერს მიხეილ რამიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რატომ მალავს პუტინი შვილებს - პრეზიდენტის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება
🔵„საკუთარ ხალხს გარეთ ყრიან და რუსებს უშვებენ, ხალხო, გესმით, რა ხდება?“ - რას წერს მარიტა როხვაძე
🔵„ვეცადე მომეძიებინა ამ პატარას ამბები, თუ რა მოხდა შემდეგ...“ - რას წერს ნინო სურგულაძე