Digest Logo

რატომ მალავს პუტინი შვილებს - პრეზიდენტის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება

1646663995
პუტინის შვილი

უკვე წლე­ბია, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლადიმერ პუტინის მიმართ ინტერესი არ წყდება, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს და პუტინი, ამ ომის ერთ-ერთი ლიდერია. 

ასევე დიდია მე­დი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი  პუტინის შვი­ლე­ბის მი­მართ, თა­ვად ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი შე­კი­თხვებს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სა და ოჯა­ხის შე­სა­ხებ, ყო­ველ­თვის გა­ურ­ბის.

2015 წელს სააგენტო „როიტერმა“ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, რომელიც პუტინის ქალიშვილებს ეძღვნებოდა, სადაც აღნიშნულია, რომ  პუტინი საჯაროდ ქალიშვილებთან ერთად არასდროს გამოჩენილა.

ყველაზე ხშირად ინფორმაცია მის 2 ქალიშვილზე - ეკა­ტე­რი­ნა­სა და მა­რი­ა­ზე ვრცელ­დე­ბა, თუმ­ცა პუ­ტინს მათი რე­ა­ლუ­რი ვი­ნა­ო­ბა არას­დროს და­უ­დას­ტუ­რე­ბია. მედიის ცნო­ბით, ორი­ვე რუ­სე­თის პირ­ვე­ლი პი­რი­სა და მისი ყო­ფი­ლი ცო­ლის, ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნას ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან.

მა­რია 1985 წელს სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში და­ი­ბა­და, ხოლო ეკა­ტე­რი­ნა გერ­მა­ნი­ა­ში 1986 წელს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნე­ბი მოს­კოვ­ში გერ­მა­ნულ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დნენ, თუმ­ცა რაც პუ­ტი­ნი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი გახ­და, ორი­ვემ და­ტო­ვა სკო­ლა და გა­ნათ­ლე­ბას სახ­ლში იღებ­დნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორი­ვე სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა გვა­რე­ბით ფიქ­სირ­დე­ბოდ­ნენ.

„აქამდე არასდროს მინახავს კატიასა და მაშასნაირი ბავშვები, ისინი ისე იქცევიან, თითქოს ძალიან მორცხვები არიან... მაგრამ არავითარ შემთხვევაში! მათ იციან საკუთარი თავის ფასი, ისინი ერთმანეთს აფასებენ და ცდილობენ საკუთარი თავი სხვის ადგილას წარმოიდგინონ“, - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მეუღლის ლუდმილა პუტინას გერმანელმა მეგობარმა, ირენა პიტჩმა.

2014 წელს სააგენტო ТАСС-სთან ინტერვიუში, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქალიშვილები მოსკოვში ცხოვრობენ.

„ერთმანეთს სახლში ვხდებით. ქალიშვილებს თვეში ერთი-ორჯერ ვნახულობ. ვფიქრობ, მათთვის უფრო მეტი დრო უნდა გამოვნახო“.

რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, რომ პრე­ზი­დენ­ტის უფროსი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰო­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა ამ­ჟა­მად მოს­კო­ვის მდიდ­რულ უბან­ში და­სახ­ლდა. ის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია ჰო­ლან­დი­ელ კაცზე და მათ ერთი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ. 2017 წელს, მე­დი­ა­ში გა­ჟო­ნა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ წყვილმა 3 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი პენ­ტჰა­უ­სი გა­ყი­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­რი­ას გა­ნათ­ლე­ბას, ის სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ბი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და. რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დია წერს, მა­რია აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო-სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

ბოლო წლებში, მე­დი­ა­ში გამოჩნდა ცნო­ბე­ბი, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტინს კი­დევ ჰყავს შვი­ლე­ბი, რო­მელ­თა დე­დაც რუსი ტან­მო­ვარ­ჯი­შე, ალი­ნა კა­ბა­ე­ვაა. კა­ბა­ე­ვას მე­დია ხან პუ­ტი­ნის მე­გო­ბარ გო­გო­ნად, ხან სა­ცო­ლედ და ზოგ­ჯერ ცო­ლა­დაც მო­იხ­სე­ნი­ებს, თუმ­ცა თა­ვად რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს არც კა­ბა­ე­ვას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და არც მას­თან სა­ერ­თო შვი­ლის ყოლა არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

ეს არის ის ინფორმაცია, რაც ვიცით ვლადიმერ პუტინის შვილებზე, თუმცა კიდევ სად ჰყავს შვილები, ვისგან ან რამდენი, ჯერჯერობით უცნობია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵VIDEO: როგორ იწყებს დილას 4 შვილის დედა თაკო ტაბატაძე

🔵 „შე­ხე­დე, მსოფ­ლიო!!!! ეს არის ვიდეო, რომელიც მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს... “ - რა კადრებს აქვეყნებს უკრაინის პირველი ლედი

🔵„თებერვლის მიწა სისხლს შეერევა და გაშავდება“ - ვანგას წინასწარმეტყველება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე

🔵„ნუ ვეძებთ მიზეზებს იქ, სადაც საძებარი არ არის... ახლა არ არის კინკლაობის დრო“ - ჯემალ ბაღაშვილი

🔵რა ელოდება პუტინს ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებით? - ამბავი უკანასკნელი იმპერიის მმართველზე