ბიზნესმენმა ფადი ასლიმ სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილს ეხება. მათ შორის დაპირისპირებაც სწორედ აღნიშნულმა განცხადებამ გამოიწვია.
„ღმერთო, გთხოვ, შეცვალე საქართველო, როგორც შენ შეცვალე შორენა“, - დაწერა ფადი ასლიმ.
მოგვიანებით კი ბიზნესმენის პოსტს სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილი გამოეხმაურა.
„ვფიქრობ, კაცს არ უხდება ქალზე ჭორაობა, ბატონო ფადი. ხო, ისევ ვიწრო წრეში გააგრძელეთ ჩემზე ლაპარაკი, როგორც ყოველთვის. ეს ზრდილობიანად და ისე, რამ გამოგაშტერა ამხელა კაცი, მეტი საქმე არ გაქვს?“, - წერს შორენა ბეგაშვილი.
მოდელის პასუხი საკმარისი არ აღმოჩნდა ფადი ასლისთვის და მოგვიანებით საქმეში მსახიობი და მისი ყოფილი ცოლი ია ფარულავა ჩაერთო.
რა საკვირველია, მსგავსი დამცინავი კომენტარები შორენა ბეგაშვილის შვილმა, ევა ბარბაქაძემ ვერ აიტანა და ორივე მათგანს დაუპირისპირდა.
„რამ გამოგაშტერა კი არა, რამ გამოგა@ლევათ ამხელა ხალხი. ფუ, იმენა მოგი@@ანთ ქალობაც და კაცობაც, სულ დაკარგა ამ ხალხმა ნამუსი.
ფადი, საქართველოზე როგორ ლაპარაკობ, მოგი@@ან ვაჟკაცობა, როცა ფეისბუკზე ქალებს ამცირებ და ია, ფუ, იმენა ფუ...
არაფერზე არ შევიკავებ თავს, მოგწვდებით ყველას და ისე კარგად გაგალამაზებთ, მერე ილაქლაქებთ კარგად... ორი გამო@@რებული @ლექალა“, - წერს ევა ბარბაქაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„ყოფილი ცოლისგან უტაქტობა გადაედო და ქართველობა დაეტყო…“ - იუნა შაფათავა ფადი ასლიზე