ფილოლოგი და ესეისტი გია მურღულია განათლებისა და შემეცნების მნიშვნელობაზე მსჯელობს და აღნიშნავს, რომ ცოდნის გაღრმავებასთან ერთად ადამიანი საკუთარ არასრულყოფილებასა და სამყაროს უსასრულობას უფრო მძაფრად აღიქვამს.
ავტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი სივრცეების აღმოჩენას ხშირად თან სდევს ფიქრი და დარდი, ყოველდღიური სწავლა მაინც აუცილებელია, რადგან „განათლებით დაბადებული დარდი აღემატება უვიცის სიხარულს“;
„მეტი ცოდნა მეტი დარდიაო, - ამბობენ ძველები.
რამდენ ახალ კარსაც შეაღებ, იმდენი უცნობი სივრცე გამოჩნდება და თანდათან მიხვდები, რა შორს არის ადამიანისგან სრულყოფილება.
და მაინც - თუნდაც ამის მისახვედრად ღირს, ყოველდღე ისწავლო რაღაც.
განათლებით დაბადებული დარდი აღემატება უვიცის სიხარულს“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „მოიწესრიგეთ თავი და განწყობა შეიქმენით!...“ - 4 ოქტომბრის ენერგიები
⭕„ნუ გახდებით მხოლოდ ემოციების ამარა“ – რას გვირჩევს ლევან შელეგია კრიზისულ პერიოდში