
ბლოგერი და მოლაშქრე - ნანა აროშიძე საზოგადოებამ ტიკტოკ პლატფორმიდან გაიცნო, სადაც საინტერესო ვიდეოებს ათავსებდა. ნანას კონტენტი ძირითადად ლაშქრობა, ლაშქრობის სირთულეები და თავს გადახდენილი ამბების მოყოლა იყო.
თუმცა, როდესაც საყვარელი ადამიანი გაიცნო და დაოჯახდა მისი ვიდეოები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა და ახლა საზოგადოებას სოფლის ცხოვრებისეულ სირთულეებსა და სილამაზეებზე უამბობს. ის მეუღლესთან - ილო ლობჯანიძესთან ერთად რაჭაში, სოფელ ღებში ცხოვრობს. მისდევენ მესაქონლეობას და აწარმოებენ რძის პროდუქტებს.
ახლა კი ბლოგერმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ტიკტოკზე ხომ არაფრის კითხვას არ ერიდებიან, ჰოდა, კითხვა, რომელსაც ხშირად ვიღებ, ასეთია:
რამდენ ხანს გაძლებთ მანდ?
გვეკითხებიან მთაზე, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს. შედარებით რთული პირობების და ჩვენი დატვირთული ცხოვრების გამო უჩნდებათ ეს კითხვა, მესმის, მაგრამ მე ვფიქრობ, ყველა დაიღლება და ყველას მოუნდება იქიდან გაქცევა, სადაც არის, თუ თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში სილამაზეს, ყოველდღე ახალ მშვენიერებას არ ხედავს.
აქედან ორი დღით წასვლა რომ მიწევს, ჩამოსვლამდე ერთი სული მაქვს ხოლმე, ილო საერთოდ კარგავს სახეს.
ჯერ კიდევ ყოველდღე გაოცებული ვარ (და სულ ასე ვიქნები), როგორ ახერხებს სამყარო, რომ ყოველდღე განსხვავებულად ლამაზია?“, - წერს ნანა აროშიძე.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
„გპირდები, მუდამ ასეთი სახით გამახსენდება და დაგიმახსოვრებ“ - ილია ლიკლიკაძეს მეუღლე ემშვიდობება
„რულოვსის სტატუსით მივხვდი, ის და მიშა ოფიციალურად განქორწინდნენ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
ვინ არის კაცი, რომელმაც მამა მოკლა, ცხედარი მანქანის საბარგულით თბილისში ჩაიტანა და აგარაკზე დამარხა