ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ღმერთსა და ადამიანებზე საუბრობს:
„გახსოვდეთ, რომ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, უფალი - ღმერთი და ეს სამყარო ჩვენს კვალს ხედავს და იმახსოვრებს. კითხვა იქნება: მადლიერების ან ტკივილის.
ადამიანი დედამიწის მფლობელი კი არა, მისი დროებითი მცველია.
ჩვენ არ დავიბადეთ ბუნების დასაპყრობად, არამედ, მასთან ჰარმონიაში ცხოვრებისთვის.
სხვისი ღირსების დაცვა საკუთარი სულის სიმაღლეს ამხელს.
სული ამ ცხოვრებაში არ მოდის სრულყოფილი, ის გამოცდილებით იხვეწება.
სული გზას მაშინ პოულობს, როცა გონება ჩუმდება. ჩვენი დანიშნულება ხშირად იმაში იმალება, რაც გვაწუხებს.
რაც მეტად ვარჯიშობს ადამიანი სულიერებაში და უახლოვდება ქრისტე ღმერთს, მით მეტად მშვიდდება იგი. მაღალ მატერიაში ნერვოზის და მოუსვენრობის ადგილი უბრალოდ არ არის.
ადამიანი მიწის შვილია, მაგრამ ცის პასუხისმგებლობა აკისრია!
ღმერთი, ხან და ხან, ბუნების ენით გვესაუბრება.
განსხვავებულობა სამყაროს ფერია და არა მისი ბზარი.
სიჩუმეში ისმის ის, რასაც ხმაური ფარავს.
სიყვარული არის ენა, რომელიც სულს სულთან აკავშირებს.
და მაინც რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს: მისია ერთია, სულიერი დახვეწა და გაზრდა. იმაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს, როცა ადამიანი ვერ იზრდება“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„იბედნიერეთ...“ - ევა ბარბაქაძისა და მისი რჩეული ახალი კადრები ბანგკოკიდან
🔵 „ბრწყინავ...“ - შორენა ბეგაშვილის უახლესი ფოტოები ბანგკოკიდან
🎥 „აქ არავინაა, რომ ფოტო გადამიღოს...“ - რა კადრებს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე დუბაიდან?