ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტარის სოსო ჯაჭვლიანის ფოტოს ფეისბუკის პირად გვერდზე აქვეყნებს და წერს, რომ მან 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წინააღმდეგ ღირსეულად იბრძოლა და ახლა არ უნდა იყოს ისე, როგორც არის.
„რა დააშავა ამ კაცმა ასეთი აქამდე რომ მიიყვანეთ. მას და უამრავ ადამიანს რომ არ ებრძოლა 2012 წლამდე, სააკაშვილის სისტემის წინააღმდეგ. ვნახავდი ერთი როგორ იპოზიორებდა ზოგიერთი გუშინ მთაწმინდაზე.
ამხელა მსახიობს, სპორტსმენს რომ აქამდე მიიყვან, უბრალო ადამიანები როგორ გაისრისებიან წარმომიდგენია.
რამე რომ დაემართოს მერე იტყვიან, ქვეყანას დააკლდა კარგი ქართველი, სოსო ჯაჭვლიანის სახითო“, - წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვაიმე, თბილისში მივდივარ!“ - ზაზა ფაჩულიას შვილი სიხარულისგან აუზში გადახტა
🎥 ნინი შერმადინის ემოციურად შესრულებული საქართველოს ჰიმნი ნიუ-იორკში