ქუთაისის აეროპორტთან ავარიაში დაღუპული, ლაშა წიქორაძის ემიგრანტი დედა სოციალურ ქსელში მომღერალ ხვიჩა ხოჯავას გარდაცვალებას გამოეხმაურა.
გარდაცვლილები მეგობრები იყვნენ.
„ვაიმე, ხვიჩუ, სად წადი ბიჭო.
ჩემ ლაშუნიას შეუერთდი, რამხელა ტკივილი განმიახლე, ხვიჩა.
ხო გამიხეთქეთ ისედაც გახეთქილი გული. მაგისთვის დამათვალიერე ერთი კვირის წინ?
დედი, ლაშუ, მოვიდა ხვიჩა შენთანაა უკვე.
მოგიყვება ახლა როგორ ვართ უშენოდ აქ, ცოცხალ მკვდარი რომ დავდივართ დე.
თქვენ მოგიკვდით მე“, - წერს თეა გუბელაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მელანო“ - დათო ხუჯაძემ ახლახან შვილის ფოტო გამოაქვეყნა
⭕გიორგი გილიგაშვილს დაბადების დღე აქვს - მომღერალი 36 წლის გახდა