Digest Logo

„რატომ აგვიანებს ჩვენი ბავშვი ლაპარაკის დაწყებას, ჩვენ ორივეს ადრე დაგვიწყია თურმე“ - პედიატრის განმარტება

1700307934
ბედიატრის რჩევები სეზონურ გრიპზე

„ნიუ ჰოსპიტალსის“ პედიატრიული ამბულატორიის სამსახურის ხელმძღვანელმა, მედიცინის დოქტორმა ინგა მამუჩიშვილმა სოციალურ ქსელში მშობლებისთვის მნიშვნელოვანი პოსტი გამოაქვეყნა:

„რატომ აგვიანებს ჩვენი ბავშვი ლაპარაკის დაწყებას, ჩვენ ორივეს ადრე დაგვიწყია თურმე".

- ეკრანი უყვარს?

„კი ძალიან"!.

- იმიტომ რომ თქვენ დროს ეკრანი არ იყო, იყო სათამაშო, მეტად გესაუბრებოდნენ თქვენი მშობლები, გიკითხავდნენ წიგნებს, ბევრ დროს ატარებდით ეზოში თანატოლებთან! მოაშორეთ ბავშვები მაქსიმალურად ეკრანს!

2 წლამდე ასაკამდე განსაკუთრებით!!! ვიცი, რომ ძნელია, მაგრამ მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს, ნუ მისცემთ საშუალებას, რომ ვირტუალური სამყარო შეიქმნას! თავიდან აარიდეთ ემოციური სტრესები! მეტი კომუნიკაცია,ეს აუცილებელია განვითარების ეტაპების სწორი წარმართვისთვის! ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებთ“, - წერს ინგა მამუჩიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „რომ ვისხედით, უცებ ფეხზე ადგა და ჩემკენ წამოვიდა, ხელი გამომიწია, ძალიან დავიბენი“ - ხვიჩა კვარაცხელია ლეო მესისთან შეხვედრაზე

🎥 „როდესაც 7 თვის შვილთან მიქარე“ - რა კადრებს ავრცელებს გიორგი გაბუნია

ნინო ჩხეიძის მამა იუბილარია - „გილოცავ, მიყვარხარ“