Digest Logo

რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ბედის მატრიცის გაშიფვრა?

1783501865
მაია მომცელიძე

ალგორითმებს უზარმაზარ ინფორმაციაზე აქვთ წვდომა, თუმცა ეს რუკა მშრალი ფორმულებით არ იკითხება. ბედის მატრიცა არის სულის გეომეტრია, ადამიანის შინაგანი სამყაროს, ხასიათის, ცხოვრებისეული კანონზომიერებებისა და განვითარების პროცესის სარკე.

ტექნოლოგია ვერ ხედავს შინაგან წინააღმდეგობებს და ვერ უკავშირებს ერთმანეთთან იმ გამოცდილებებს, რომლებიც ადამიანის ცხოვრებას რეალურად აყალიბებს.

რობოტის ხედვა ყოველთვის რჩება მკაცრად განსაზღვრულ, წინასწარ გაწერილ ჩარჩოში, მაშინ როცა ადამიანის რეალობა ბევრად უფრო ფართო, ცოცხალი და მრავალწახნაგოვანია. აქ უმნიშვნელოვანესია არკანებს, ანუ ენერგიებს შორის კავშირების დანახვა და მათი ურთიერთქმედება.

ხელოვნური ინტელექტი კი ბრმა წესებით მუშაობს. ის ვერ აღიქვამს ენერგიების ამ ცოცხალ კავშირებს, რის გამოც სხვადასხვა ინფორმაციებს ერთმანეთში ურევს და შაბლონურ ინტერპრეტაციებს ქმნის. ინტერნეტი სავსეა მსგავსი ტექსტებით, რომლებიც ერთი შეხედვით სიღრმისეული და შთამბეჭდავია, მაგრამ ზოგადი უსულო ფრაზებისგან შედგება.

ალგორითმს შეუძლია ავტომატურად დათვალოს, დააჯგუფოს და აგიხსნას ცალკეული არკანის მნიშვნელობა, მაგრამ ცივი ლოგიკა ვერასოდეს გახდება შენი სულის მეგზური, რადგან ის ადამიანს მხოლოდ მონაცემთა ერთობლიობად აღიქვამს. მატრიცის წაკითხვისას უმნიშვნელოვანესია ადამიანის ინდივიდუალური, პირადი გამოცდილება და ის რეალური გარემოებები, რომლებშიც ის ამჟამად იმყოფება. ეს გულისხმობს ასაკს, მის ყოველდღიურობას და სოციალურ გარემოს.

ერთი და იგივე არკანი სრულიად სხვადასხვანაირად მუშაობს ოცი წლის სტუდენტის ცხოვრებაში და ორმოცი წლის შემდგარი ადამიანის რეალობაში. ხელოვნური ინტელექტი ვერ მიხვდება, სად არის შენი მთავარი ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელ სცენარს იმეორებთ წლების განმავლობაში და რა შინაგანი ტრანსფორმაციაა საჭირო, რომ ეს ჩაკეტილი წრე დასრულდეს.

სწორედ ეს არის სპეციალისტის როლი, რომელსაც აქვს ის, რაც ტექნოლოგიას არ გააჩნია: ინტუიცია, გამოცდილება, სიღრმისეული ხედვა, თანაგრძნობის უნარი და ემპათია...

პროფესიონალი ხედავს ემოციურ ფონს, რომელიც ციფრების მიღმა დგას. მატრიცა ცოცხალი რუკაა და მისი საიდუმლოებების ამოსახსნელად საჭიროა ადამიანური ხედვა, რომელიც ციფრულ მონაცემებს შენს რეალურ ცხოვრებასთან დააკავშირებს...

ნამდვილი პასუხები და შინაგანი ცვლილებების გასაღები კი მხოლოდ სიღრმისეული, ინდივიდუალური ანალიზის დროს იკვეთება...

ასევე დაგაინტერესეთ:

რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 8 ივლისის ენერგიებზე

„ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დღეა ქვეცნობიერთან მუშაობისთვის...“ - 8 ივლისის ძირითადი ასტროლოგიური მოვლენები

„ხელსაყრელია დაგეგმვა, პაემანი, შეხვედრები, მკურნალობის, სწავლის დაწყება“ - 8 ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით