ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
იგი ამჯერად ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ადამიანის ფსიქოლოგიასა და შიშზე საუბრობს:
„ცხოვრება ნებართვის გარეშე: ფსიქოლოგიური მანიფესტი
(ანატომია შიშისა, რომელმაც ჩვენი „მე“ მიიტაცა)
ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ არის ფრაზა — „რას იტყვის ხალხი?“ — უფრო ძლიერი, ვიდრე თქვენი საკუთარი სურვილები? რატომ ვწირავთ ჩვენს ოცნებებს და ფსიქიკურ სიმშვიდეს იმ ადამიანების აზრის გამო, რომლებსაც ხშირად ჩვენს ცხოვრებაში არანაირი როლი არ აქვთ?
პასუხი არ არის „სისუსტე“. პასუხი ბევრად უფრო ღრმაა — ეს არის ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ხაფანგი, რომელსაც ჩვენი ტვინი აგებს.
ჩვენ ვცხოვრობთ ილუზორულ ციხეში, რომელსაც არ აქვს გისოსები, მაგრამ საიდანაც გაქცევა ყველაზე რთულია. ახალ, ვრცელ სტატიაში პატრეონზე ჩვენ ამ ციხეს ფსიქოლოგიურ აგურებად ვშლით:
გენეტიკური მეხსიერება: რატომ უდრის ჩვენი ტვინისთვის (ამიგდალასთვის) კრიტიკა — სიკვდილს? (პარალელი ხევსურულ სამართალთან და თემიდან მოკვეთასთან).
კარლ იუნგის სარკე: რატომ არის სხვისი კრიტიკა სინამდვილეში მათივე აღიარება? როცა გეუბნებიან „შენ ზედმეტად თამამი ხარ“, სინამდვილეში გეუბნებიან: „მე ავუკრძალე ჩემს თავს თავისუფლება და მშურს შენი“. თქვენ ხართ მხოლოდ ეკრანი, რომელზედაც ისინი საკუთარ „ჩრდილს“ უშვებენ.
„პროჟექტორის ეფექტი“: სასტიკი და გამათავისუფლებელი სიმართლე — ხალხს ფეხებზე ვკიდივართ. ღირს კი ცხოვრების შეწირვა სხვისი 15-წუთიანი ყბედობისთვის?
ალფრედ ადლერის მეთოდი: როგორ გავხდეთ შეუვალი „ამოცანათა გამიჯვნის“ გზით.
ეს არ არის უბრალოდ სტატია, ეს არის მანიფესტი მათთვის, ვისაც სურს დაიბრუნოს საკუთარი ცხოვრების სადავეები. დროა, შეწყვიტოთ სხვების აღქმის კონტროლის მცდელობა და დაიწყოთ ნამდვილი ცხოვრება“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 თებერვალს საქართველოში
⭕როგორ ვაპროგრამებთ მომავალს საკუთარი შთაგონებით
⭕„ურთიერთობებში სულიერი სიახლოვე და რომანტიკა შემოდის...“ - 6 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი