Digest Logo

„ურთიერთობებში სულიერი სიახლოვე და რომანტიკა შემოდის...“ - 6 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი

1770367083
ტაროლოგიური პროგნოზი

ეზოტერიკოსი, ნუმეროლოგი, ტაროლოგი, რომელიც „ფეისბუკზე“ Abagael Bagi-ის სახელით არის დარეგისტრირებული სოციალურ ქსელში 6 თებერვლის ტაროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს: 

„6 თებერვალი: „ვარსკვლავი“ (XVII) - იმედისა და შთაგონების დღე.

ზოგადი დღის ფონი: „განდეგილის“ ჩაღრმავებული დღის შემდეგ, პარასკევს ცაზე „ვარსკვლავი“ ამოდის. ეს არის იმედის, განკურნებისა და ნათელი მომავლის რწმენის დღე. თითქოს გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა.

განწყობა ამაღლებულია, ინტუიცია - გამძაფრებული. სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენი ოცნებები ახლოსაა ახდენასთან.

მნიშვნელოვანი საკითხები: ეს საუკეთესო დროა სამომავლო გეგმების დასაწყობად და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. თუ რაიმე პრობლემა გქონდათ, დღეს გამოსავალი თავისით გამოჩნდება. ენდეთ თქვენს ნიჭს და გაუზიარეთ ის სხვებს. იოცნებეთ თამამად, რადგან დღეს ჩაფიქრებულს ახდენის დიდი პოტენციალი აქვს.

ურთიერთობები: ურთიერთობებში სულიერი სიახლოვე და რომანტიკა შემოდის. ძველი წყენები ქრება და მათ ადგილს პატიება იკავებს. თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში დიდხანს დარჩება და სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ.

ფინანსები: ფინანსური კრიზისი (თუკი იყო) უკან რჩება. დღეს შეიძლება არ გქონდეთ მყისიერი მილიონები, მაგრამ გამოჩნდება პერსპექტივა, რომელიც გრძელვადიან კეთილდღეობას გპირდებათ. კარგი დღეა ქველმოქმედებისთვის.

ჯანმრთელობა: განკურნების და აღდგენის დღეა. სხეული და სული ჰარმონიაშია. ძალიან სასარგებლოა წყლის პროცედურები, სპა და ბუნებაში ყოფნა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მაღაზიის საწყობში გაიყვანა და 17 ჭრილობა მიაყენა...“- ფემიციდი გარდაბანში: დეტალები

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕რატომ უნდა გამოვიდეთ „შეყვარებულობიდან“, იმისთვის რომ შევქმნათ ძლიერი კავშირი?