Digest Logo

„რატომ გახდა ასეთი მოდური და რატომ არ არის საკმარისი ბალანსირებული, პროტეინებით მდიდარი საკვების მიღება?“ - რას წერს მაია ბუწაშვილი

1771706796
მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ სტატუსს აქვეყნებს, სადაც  საკვებ დანამატებზე საუბრობს. 

მისი თქმით, არაერთი ახალგაზრდა, რომელსაც მომატებული აქვს ღვიძლის ფუნქციები და სხვა აშკარა მიზეზი არ იკვეთება, სწორედ ჭარბად იღებს საკვებ დანამატებს:

„ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ვინც სპორტულ დარბაზებში დადის, იღებს სხვადასხვა საკვებ დანამატს (პროტეინებს, კრეატინს, სხვადასხვა მცენარის ექსტრაქტს და სხვ.).

ზოგჯერ ეს სრულიად უკონტროლოდ ხდება და ადამიანი რამდენიმე დანამატს ერთდროულად იღებს, რითაც შეიძლება მაგალითად მიღებული პროტეინების რაოდენობა მკვეთრად აღემატებოდეს დღე-ღამურ ნორმას.
ამას ყურადღება მივაქციე იმიტომ, რომ არაერთი ახალგაზრდა, რომელსაც მომატებული აქვს ღვიძლის ფუნქციები და სხვა აშკარა მიზეზი არ იკვეთება, სწორედ ჭარბად იღებს საკვებ დანამატებს.

რეალურად მათი სარგებლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, ხოლო პოტენციური მავნე ზემოქმედება არასწორი მიღებისას (რაც აშკარად ხშირია) მნიშვნელოვანი.

რატომ გახდა ეს ასეთი მოდური და რატომ არ არის საკმარისი ბალანსირებული, პროტეინებით მდიდარი საკვების მიღება?

გარდა ამისა, საკვები დანამატების ბრჭყვიალა და მქუხარე რეკლამების უკან არავინ იცის რეალურად რა ხარისხის პროდუქცია დგას“, - წერს მაია ბუწაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„შემდგომი ბიძგი მოვლენებზე გავლენას, დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში გააგრძელებს...“ - ქეთევან ჯანდიერი დაბნელების დერეფანზე

🎥 „ყველაზე სწორი და ეფექტური მიდგომა ნებისმიერი ფობიის დროს...“ - ლევან შელეგიას ვიდეომიმართვა

🎥 „რამხელა პრივილეგია და ბედნიერებაა, რომ შემიძლია სრულიად უცხო ადამიანების გახარება“ - რა კადრებს აქვეყნებს ალექსანდრე ზაზარაშვილი