Digest Logo

„შემდგომი ბიძგი მოვლენებზე გავლენას, დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში გააგრძელებს...“ - ქეთევან ჯანდიერი დაბნელების დერეფანზე

1771700619
ქეთევან ჯანდიერი

იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში გამომწერებს დაბნელების დერეფანზე ესაუბრება.

მისი თქმით, დაბნელებები ყოველთვის წყვილებად ხდება: მზის და მთვარის. მზის დაბნელებები ხდება ახალი მთვარის დროს, ხოლო მთვარის დაბნელებები სავსე მთვარის დროს:

„ესე იგი, ჩემი პოსტი “დაბნელების დერეფანზე” და ეს პერიოდი სრულად, ზოგიერთს დაეხმარა იმის გაცნობიერებაში, რომ ისინი მარტო არ იყვნენ თავიანთ მსოფლმხედველობაში, ზოგი კი მიხვდა, რომ ყველგან მყოფი და უეცარი სიზარმაცე არ იყო მოქმედებისადმი სრული უხალისობის მიზეზი.

ხშირად მესმის კითხვა: როდის დასრულდება დაბნელების პერიოდი? ზოგადად, დაბნელებები ყოველთვის წყვილებად ხდება: მზის და მთვარის. მზის დაბნელებები ხდება ახალი მთვარის დროს, ხოლო მთვარის დაბნელებები სავსე მთვარის დროს. მე მათ შორის დროს “დაბნელების პერიოდს” ვუწოდებ.

ზოგი ამას „დაბნელების კორიდორს/დერეფანსაც“ უწოდებს, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ტერმინი დიდად არ მომწონს… ვფიქრობ, ის ძალიან ვიწრო და პირდაპირია.. ჩვენი სამყარო უფრო ღრმა, უფრო საინტერესო და გაცილებით ფართოა, ვიდრე ასეთი ზოგადი ტერმინი..

 ჩემო კარგებო, შემდეგი დაბნელება იქნება მთვარის (სავსემთვარეობა) და მოხდება 3 მარტს. მისი შემდგომი ბიძგი, (შემდეგი პერიოდი) მოვლენებზე გავლენას, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში გააგრძელებს და ეს იქნება დაბნელების პერიოდის დასასრული..

ამასობაში, ორ დაბნელებას შორის, შეეცადეთ იპოვოთ ჰარმონიის წერტილები. დაბნელების ციკლები ზოგჯერ შეიძლება ექსტრემალური ენერგიიდან სრულ დეპრესიამდეც გადავიდეს, მაგრამ ეს ხშირად შუქურებია ადამიანისთვის, რაც ეხმარება მას იმის გაგებაში, თუ რას უნდა მიაქციოს ყურადღება.

სად კარგავთ ენერგიას? შეისწავლეთ და გააანალიზეთ ეს! რატომ გეუფლებათ სევდა? ყოველთვის არის მიზეზი. რატომ ვერ მიდის საქმეები კარგად? შეაფასეთ მიმდინარე პროცესები. რა ან ვინაა ზედმეტი თქვენს ცხოვრებაში? იყავით გულწრფელები საკუთარი თავის წინაშე.

ამ და სხვა საკითხებზე პასუხი, ხშირად აშკარაა და ვიცით, მაგრამ „რატომღაც” ზუსტად ასეთ პერიოდში ხდება ხოლმე მათი, ატიპიურად, სიბრძნით და გონივრულად აღქმა..

რას გირჩევთ? იცით რა.. თუ არ გსურთ, ნუ გადაიტვირთებით. გაცილებით მნიშვნელოვანია მშვიდად გამოხვიდეთ და გააგრძელოთ თქვენი გზა, ვიდრე გადაიტვირთოთ და დიდი დრო დაუთმოთ ძალების აღდგენას..

მშვიდობა - ეს არის საკვანძო! ეს არის გასაღები.. მშვიდი გულით ნავიგაცია/მოძრაობა, ნელ-ნელა, სიბრძნით და შინაგანი შეგრძნებებით ეს არის გზა, რომელსაც ჩვენი სული უნდა გაჰყვეს“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველაზე სწორი და ეფექტური მიდგომა ნებისმიერი ფობიის დროს...“ - ლევან შელეგიას ვიდეომიმართვა

🎥 „რამხელა პრივილეგია და ბედნიერებაა, რომ შემიძლია სრულიად უცხო ადამიანების გახარება“ - რა კადრებს აქვეყნებს ალექსანდრე ზაზარაშვილი

რატომ და როგორ აუფასურებს ადამიანი საკუთარ თავს და შესაძლებლობებს? - ფსიქოლოგ ნანა ფიფიას განმარტება