Digest Logo

რატომ გღალატობს კაცი, როცა სიყვარულს გეფიცება? - ფსიქოლოგ გიორგი რაზმაძის განმარტება

1791098090
სიყვარულისიყვარული

ფსიქოლოგ გიორგი რაზმაძის განცხადებით, კაცის მიერ პარტნიორის ღალატი ხშირად სიყვარულის ნაკლებობას კი არ უკავშირდება, არამედ მის შინაგან სიცარიელესა და ემოციურ უმწიფრობას.

როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, კაცს შეძლია უყვარდეს და პარტნიორთან სიმშვიდეს პოულობდეს, თუმცა საკუთარი სურვილების წინ დაყენებისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის გამო მაინც სხვაგან ეძებდეს ახალ ემოციებს;

„რატომ გღალატობს კაცი მაშინაც კი, როცა გეფიცება, რომ უყვარხარ?  

• შენთან სიმშვიდეს პოულობს, მაგრამ სხვასთან ახალ ემოციებს ეძებს  
• არ სურს შენი დაკარგვა, თუმცა საკუთარ სურვილებს შენს გრძნობებზე წინ აყენებს  
• პრობლემების მოგვარების ნაცვლად, პასუხისმგებლობას გაურბის და ყველაზე მარტივ გზას ირჩევს  
• გღალატობს არა სიყვარულის ნაკლებობის, არამედ მისი შინაგანი სიცარიელისა და ემოციური უმწიფრობის გამო

კაცი შეიძლება სიყვარულს გეფიცებოდეს, მაგრამ თუ მისი ქცევა მუდმივად ტკივილს გაყენებს, სიტყვები არაფერს ნიშნავს. სიყვარული ქცევით მტკიცდება და არა სიტყვებით“, - წერს გიორგი რაზმაძე.

მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მოიწესრიგეთ თავი და განწყობა შეიქმენით!...“ - 4 ოქტომბრის ენერგიები

⭕„ნუ გახდებით მხოლოდ ემოციების ამარა“ – რას გვირჩევს ლევან შელეგია კრიზისულ პერიოდში

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

✕