Digest Logo

რატომ გვიყურებს მატყუარა თვალებში? - რამაზ გიგაური ტყუილის შესახებ გავრცელებულ მითს ამსხვრევს

1775625874
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ურჩევს, ნუ ენდობიან მხოლოდ სიტყვებს და ყურადღება ადამიანის სხეულის ენას მიაქციონ. მისი თქმით, მცდარია შეხედულება, რომ მატყუარა მზერას გაურბის. მისი განმარტებით პირიქით, პროფესიონალი მანიპულატორები ხშირად დაჟინებით გვიყურებენ თვალებში, რათა ჩვენი რეაქცია გააკონტროლონ.

„იცოდით, რომ ტყუილზე ყველაზე გავრცელებული მითი თავადაც ტყუილია?

გვეუბნებიან, რომ მატყუარა თვალს გვარიდებს. სინამდვილეში კი, გამოცდილი მანიპულატორი თვალს არ გაშორებთ და დაჟინებით გიყურებთ, რათა შეამოწმოს — გადაყლაპეთ თუ არა სატყუარა. 

ტვინს დიდი ენერგია სჭირდება ტყუილის შესათხზავად, ამიტომ ფიზიკურ კონტროლს კარგავს და უხილავ სიგნალებს გზავნის. სიტყვებმა შეიძლება მოგატყუოთ, მაგრამ სხეული არასოდეს იტყუება!“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო სააღდგომო ლიტურგიას სიონის ტაძარში აღასრულებს

⭕როგორი ამინდია 8 აპრილს მოსალოდნელი საქართველოში

რა ფერები გამოვიყენოთ აპრილში ჰარმონიის, ესთეტიკის, კომფორტისა და სტაბილური ფინანსების ენერგიისთვის