ლევან მჭედლიშვილი, რომელიც ადამიანებს პიროვნულ განვითარებაში ეხმარება, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ეგოზე საუბრობს.
მისი თქმით, გაცნობიერებული ყოფა არის ერთადერთი გასაღები, ვიყოთ ეფექტური, არ გავხდეთ საკუთარი ემოციებისა და ეგოს შიმშილის მსხვერპლი:
„ერთ-ერთი მიზეზი, რატომ იშლება გუნდები, რატომ ჩნდება უკმაყოფილება ოჯახში, რატომ ვერ თანხმდებიან პოლიტიკოსები და ადამიანები ერთმანეთთან - არის ადამიანის გიჟური სურვილი საკუთარი აზრი გამოთქვას და შემდეგ ნებისმიერ ფასად დაიცვას საკუთარი პოზიცია.
ხშირად ეს ხდება მაშინაც კი, როცა ეს აზრი არ არის ყველაზე საღი ან ეფექტური, ან უკვე არსებობს უკეთესი გადაწყვეტა, მაგრამ ეგო იმდენად მოწყურებულია, იმდენად ძლიერია აღიარების სურვილი, რომ მზად არის ნებისმიერი ფორმით მოიპოვოს ის და ამ წყურვილს შესწიროს ყველაფერი რაც უშენებია.
ვფიქრობ, სწორედ გაცნობიერებული ყოფა არის ერთადერთი გასაღები, ვიყოთ ეფექტური, არ გავხდეთ საკუთარი ემოციებისა და ეგოს შიმშილის მსხვერპლი და არც სხვები ჩავრთოთ ამ თამაშში“, - წერს ლევან მჭედლიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვაშენებ ჩემს წარმატებას ნაბიჯ-ნაბიჯ“... ქვა დადეთ სამუშაო მაგიდაზე“ - სატურნის რიტუალი
⭕„მოაწესრიგე საქმეები და იყავი ერთგული შენი პრინციპების...“ - 7 მარტის კოსმოსური ამბები