🔷ხშირად, მშობლები საკუთარ აუხდენელ სურვილებისა და მიზნების შვილების გზით შესრულებას ვცდილობთ, რაც შესაძლოა მძიმე ტვირთი იყოს ბავშვისთვის.
❓რატომ ვცდილობთ ჩვენი ოცნებების ასრულებას შვილებში?
🔷მიზეზი შესაძლოა იყოს:
🔹 საკუთარი წარუმატებლობის ან გამოუყენებელი შანსების კომპენსაცია(თუნდაც გაუცნობიერებელი).
🔹მემკვიდრეობითობის ილუზია: გვჯერა, რომ ჩვენი ინტერესები და ნიჭი მათაც გადაეცათ .
❓რა საფრთხეს შეიცავს ეს მიდგომა?
🔻 ბავშვი კარგავს უნარს, აღმოაჩინოს საკუთარი სურვილები და ინტერესები.
🔻მუდმივად დაძაბულია, ცდილობს გაამართლოს მშობლის დიდი მოლოდინი და ეშინია გულის აცრუების.
🔻ფარული პროტესტი: ადრე თუ გვიან, დათრგუნული ემოციები გადაიზრდება კონფლიქტში ან შვილის დისტანცირებაში.
❓როგორ ვმართოთ ეს მდგომარეობა?
✅ვაღიაროთ ბავშვი, როგორც პიროვნება: შვილი არ არის ჩვენი გაგრძელება, ის ცალკე სამყაროა.
✅მოვუსმინოთ მის სურვილებს: დავაკვირდეთ, რა მოსწონს მათ და არ დავაძალოთ ის, რაც ჩვენ გვინდა, რომ მოსწონდეს.
ამგვარი მიდგომით, ჩვენი შვილები უფრო ბედნიერები და წარმატებულები იქნებიან.